დედაბერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუმბათისებრი მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის აღმ. ნაწილში, მდ. ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 1839 . აგებულია მესამეულის ვულკანოგენური წყებებით. ქვედა კალთები შემოსილია კოლხ. ტყეებით, ზედა – მეორეული მდელოებით.


დედაბერა

უღელტეხილი საჩხერის, ხაშურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ლიხის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 1100 . აგებულია ბაიოსური ტუფოგენური წყებებით. შემოსილია ნატყეური მდელოებით. აკავშირებს მდინარეების ძირულისა (ყვირილის მარცხ. შენაკადი) და ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) აუზებს.