დედაბერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი. ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში ცნობილია დ-ის ორი ტიპი: კეთილი და ბოროტი. კეთილი დ. კაცთა მოდგმის მოსარჩლეა, ექომაგება ზღაპრის დადებით გმირებს; ბოროტი კი ფიზიკურად მახინჯი, ავსული, კაციჭამია, ირეალური არსებაა. ცხოვრობს უმთავრესად ქვესკნელში, მიუვალ ტყეში; მას ახასიათებს მითური ნიშნები, განაგებს სტიქიურ მოვლენებს, არის ტყის ბინადართა პატრონ-მფარველი, აქვს ჯადოსნური, სასწაულმოქმედი საგნები. ზღაპრებში მას კუდიანს უწოდებენ (სამეგრელოში – მზაკვარს). ბოროტი დ-ის ფუნქციაა დადებითი პერსონაჟისთვის წინააღმდეგობის შექმნა.

ლიტ .: ო ქ რ ო შ ი ძ ე თ., ქართული ფანტასტიკური ზღაპრის მხატვრული სახეები (დედაბერი), კრ.: ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები, [ტ.] 1–2, თბ., 1964; ღ ლ ო ნ ტ ი ა., ქართული ხალხური ნოველა, თბ., 1963. ფ . ზანდუკელი.