დედაბრიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიო შოთას ძე (30. VII. 1932, ქ. ბორჯომი, – 15. X. 1977, თბილისი), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. კანდიდატი (1970). 1957 დაამთავრა სოხუმის პედ. ინტი. 1960-იდან მონაწილეობდა ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის არქეოლ. ექსპედიციებში. 1961-იდან ამავე ინტის თანამშრომელი იყო, 1977- იდან – არქეოლ. კვლევის ცენტრის კახეთის

  1. 2 არქეოლ. ექსპედიციის

ხელმძღვანელი. დ-ის სახელთანაა დაკავშირებული იორ-ალაზნის აუზის ადრინდ. და შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლ. გათხრების დაწყება. დ-მა ცენტრ. ამიერკავკასიაში გამოყო მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური ვარიანტები, გამოიკვლია ამ კულტურის კავშირი შუა ბრინჯაოს ხანის მასალასთან.

თხზ .: ზემო ალვანის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი, კრ.: კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, IV, თბ., 1980 (თანაავტ. რ. რუსიშვილი); სადუღას ველის შუა ბრინჯაოს ხანის

  1. 2 გორასამარხი, იქვე, VI, თბ., 1984

(თანაავტ. რ. რუსიშვილი); Памятники эпохи ранней и средней бронзы, კრ.: Труды Кахетской археологической экспедиции I, Тб., 1969; Курганы алазанской долины, იქვე, II, Тб., 1979; Археологические исследования на новостройках Кахетии, კრ.: Археологические исследования на новостройках ГССР, Тб., 1976 (თანაავტ.: К. Н. Пицхелаури). რ . რუსიშვილი.