დედალაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. სემის (გუბისწყლის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ბესიაური, ჩუნეში, ხარაბაული). ზ. დ. 120 , ხონიდან 10 კმ . 1,6 ათ. მცხ. (2002).