დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო კოსმოსური ორბიტული სადგური.
დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. 4. X. 1957 (სსრკ).
ქართული კოსმოსური ანტენის გაშლა კოსმონავტების მიერ.
ორბიტული ტელესკოპი "ჰაბლი".
მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი.

დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. 4. X. 1957 (სსრკ). (დხთ), კოსმოსური აპარატი, რ-იც გაჰყავთ დედამიწის გარშემო ორბიტაზე სამეცნიერო და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. საერთაშ. შეთანხმების თანახმად, კოსმ. აპარატს უწოდებენ თანამგზავრს, თუ მან შეასრულა არანაკლებ ერთი სრული გარემოქცევა დედამიწის გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაითვლება რაკეტულ ზონდად. დასახული ამოცანების მიხედვით, დ. ხ. თ. შეიძლება იყოს სამეცნ.- კვლ. ან გამოყენებითი. თუ დ. ხ. თ-ზე დადგმულია რადიოგადამცემი, რაიმე გამზომი აპარატურა, იმპულსური ნათურა სინათლის სიგნალების გადმოსაცემად და ა. შ., მას ა ქ ტ ი უ რ ს უწოდებენ, ხოლო თუ დ. ხ. თ-ზე არ არის ხელსაწყო- იარაღები და მას აკვირდებიან დედამიწიდან ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად – პ ა ს ი უ რ ს. ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო - კ ვ ლ ე ვ ი თ დ. ხ. თ-ს იყენებენ დედამიწის, ციური სხეულებისა და კოსმ. სივრცის გამოსაკვლევად. ასეთებია გეოფიზ., გეოდეზიური თანამგზავრები, ორბიტული ასტრონ. ობსერვატორიები და სხვ. გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ი თ ი დ. ხ. თებია: კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, დედამიწის ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი, სანავიგაციო, საავარიო და სხვ. კოსმოსში ადამიანის გასაფრენ დ. ხ. თ-ს კ ო ს მ ო ს უ რ ხ ო მ ა ლ დ ს უწოდებენ, დედამიწის ეკვატორის გასწვრივ გაშვებულს – ე კ ვ ა ტ ო რ უ ლ ს, მერიდიანის გასწვრივ გაშვებულს – პ ო - ლ ა რ უ ლ ს, ხოლო დედამიწის ბრუნვის თანხვედრილად ეკვატორის გასწვრივ 35800 კმ სიმაღლეზე წრიულ ორბიტაზე მოძრავს – გ ე ო ს ტ ა ც ი ო ნ ა რ უ ლ ს, ვინაიდან ის ყოველთვის დედამიწის ერთი და იმავე წერტილის ზენიტის მახლობლადაა. პირველი დ. ხ. თ. საბჭ. კავშირიდან გაუშვეს (4. X. 1957), შემდეგ – აშშ-დან (1. II. 1958), ინგლისიდან (26. IV. 1962), კანადიდან (29. IX. 1962), იტალიიდან (15. VII. 1964), საფრანგეთიდან (26. XI. 1965), ავსტრალიიდან (29. XI. 1967), გფრ-იდან (7. II. 1969), იაპონიიდან (11. II. 1970), ჩინეთიდან (24. IV. 1970) და ა. შ. კოსმ. აპარატების რეგისტრაციის საერთაშ. სისტემის შესაბამისად, საერთაშ. ორგანიზაცია "კოსპარი" ("Cospar", კოსმ. კვლევის ცენტრი) 1957–62 დ. ხ. თ-ებს აღნიშნავდა მათი გაშვების წლით, ბერძნ. ანბანის ასოთი, რ-იც შეესაბამებოდა იმავე წელს გაშვებული თანამგზავრის რიგით ნომერს, და არაბული ციფრით (სიკაშკაშის ან სამეცნ. მნიშვნელობის საჩვენებლად) (მაგ., 1957 ლ2 პირველი საბჭ. დ. ხ. თ-ის აღმნიშვნელია, ხოლო 1957 ლ1 – მისი რაკეტა-მატარებლისა; რაკეტა-მატარებელი უფრო კაშკაშა იყო). 1963 წ. 1 იანვრიდან კოსმ. ობიექტებს აღნიშნავენ გაშვების წლით, ამ წელში გაშვებული რიგითი ნომრით და ლათ. ანბანის მთავრული ასოთი. პირველი ცოცხალი არსება, რ-იც კოსმოსში გაუშვეს, იყო ძაღლი სახელად ლაიკა (1957 წ. 3 ნოემბ.), პირველი ადამიანი კი – საბჭ. კოსმონავტი ი. გაგარინი (1961 წ. 12 აპრ.). დ. ხ. თ-ზე დასაკვირვებლად 1957-იდან შექმნილია დაკვირვების სპეც. ოპტ. სადგურები. თავდაპირველად საქართველოში სამი ასეთი სადგური შეიქმნა – აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიასთან (ხელმძღვ. ი. ალანია), თბილ. სახელმწიფო უნ-ტსა (ხელმძღვ. გ. კვირკველია) და ბათუმის პედ. ინტთან (ხელმძღვ. ნ. კალანდაძე). ოპტ. სადგურები არსებობდა 1968- მდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი ორი სადგურის მუშაობა. სადგურების თანამშრომლები მრავალჯერ დაჯილდოვდნენ, მ. შ. ერთ-ერთს – რ. კილაძეს – სსრკ სახელმწ. პრემია მიენიჭა (1971). საქართველოში (რ. კილაძის მიერ) მიმდინარეობდა 900-ზე მეტი გეოსტაციონარული თანამგზავრის მოძრაობის თეორიულად შესწავლა და მათი ორბიტების კატალოგის შედგენა. გ. კვირკველია.