დედაფუტკარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაფუტკარა.

(Stachys), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქები და ნახევრად ბუჩქები. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ჩხროებად შეკრებილი ყვითელი, თეთრი, წითელი ან ვარდისფერი ყვავილები, რ-ებიც თავთავისებრ ყვავილედს ქმნიან. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპ. სარტყლებში, ტროპიკების მთებში. საქართველოში დ-ს 19 სახეობაა. ზოგი მათგანი თითქმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული, რამდენიმე – ცალკეულ რეგიონში. სახეობათა უმეტესობა, მთის ქვედა და ზედა სარტყლიდან მოკიდებული, ხშირად სუბალპ. სარტყელსაც აღწევს. დ. იზრდება ტყისპირას, ველობსა და მშრალ ფერდობზე, ბუჩქნარში, ღორღიანზე, ჭაობში და მდინარეთა ნაპირას, კლდეზე, დამლაშებულ თიხნარ და თაბაშირიან ნიადაგზე, ზღვის სანაპირო ქვიშნარზე. დ. თაფლოვანი, ეთერზეთოვანი და დეკორატიული მცენარეა. მ. გურგენიძე.