დედოფალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედოფალა.

(Mustela nivalis), ძუძუმწოვარი ცხოველი მტაცებელთა რიგისა. გავრცელებულია ევროპა- ში, ჩრდ. აფრიკაში, აზიის უდიდეს ნაწილში, ჩრდ. ამერიკაში და სხვ. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად ვრცელ დება ზ. დ. 3800 - მდე. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროში, შეშისა და ფიჩხების გროვაში, ქვანაყარ- ში, ქვის ყორეში, ფესვებში, შენობათა ნანგრევებში, ნაპრალებში. მისი სხეულის სიგრძე აღწევს 13–28 სმ , კუდი – 1,3–4 სმ (იშვიათად 8 სმ ), სხეულის მასა 30–250 . ზაფხულში ბეწვი მუქი წაბლისფერია. ბეწვს იცვლის შემოდგომაზე. ზამთარში ზოგს თეთრი ბეწვი აქვს (ბეწვი მდარე ხარისხისაა). დ-ს ძირითადი საკვებია პატარპატარა მღრღნელები, გარეული და შინაური ფრინველები, ამფიბიები ქვეწარმავლები. იშვიათად – მწერები. მძუნაობს ადრე გაზაფხულზე. მაკეობა ორ თვემდე გრძელდება. შობს 4–9 ნაშიერს. ნაშიერები გვხვდებიან მაისიდან იანვ-მდე. გვარში 17 ქვესახეობაა, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი: დ ი დ ი კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი დ. (M. n. dinniki), ბინადრობს უფრო მთიან ადგილებსა და ტყეებში, და მ ც ი რ ე კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი დ. (M. n. caucasica), ბინადრობს მეტწილად ღია ადგილებში. ხშირად ორივე ქვესახეობა ერთსა და იმავე ადგილზე გვხვდება. დ-ს სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით. გ . ენუქიძე.