დედოფალ მარიამის დაწესებულებათა უწყება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევოლუციამდელ რუსეთში უწყება, რ-საც ექვემდებარებოდა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტები, ქალთა გიმნაზიები, ბავშვთა თავშესაფრები, უსინათლო და ყრუ-მუნჯ ბავშვთა სასწავლო დაწესებულებები, ზოგიერთი საავადმყოფო. რუს. იმპ. ეკატერინე II-ის ვაჟმა პავლემ შეირთო ვიურტემბერგის ჰერცოგის ქალიშვილი სოფიადოროთეა- ავგუსტა-ლუიზა, რ-იც მართლმადიდებლობის მიღების შემდეგ იწოდებოდა მარიამ თევდორეს ასულად. მარიამს ჩააბარეს რუსეთში ქალთა განათლების ხელმძღვანელობა. ეკატერინე II-მ შეარბილა სოც. ცენზი და კეთილ- შობილ ქალთა ინ-ტებში მეშჩანთა ქალიშვილებიც დაუშვა. დედოფალმა მარიამმა აღკვეთა ეს ვი- თარება. 1796, უკვე იმპ. პავლე I-ის ბრძანებულებით, დედოფალი მარიამი ჩაუდგა სათავეში კეთილ- შობილ ქალთა სააღმზრდელო საზ-ბას; მის ბაზაზე შემდგომ წლებში ჩამოყალიბდა უწყება, რ-საც ეწოდა დ. მ. დ. უ. მარიამ თევდორეს ასულის სახელი ასევე მიიღო რუს. იმპ. ალექსანდრე IIIის მეუღლემ (დანიის მეფის ქრისტიან IX-ის ქალიშვილი მარია-სოფია- ფრედერიკა-დაგმარა), რ-მაც შემოიტანა დ. მ. დ. უ-ის უმაღლესი მმართველობა. XX ს. დასაწყისისთვის ამ უწყების გამგებლობა- ში იყო: 70 ქალთა ინ-ტი და გიმნაზია, 176 ბავშვთა თავშესაფარი, 21 სასწავლებელი უსინათლო და ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის, 21 უპოვართა თავშესაფარი, 40 საავადმყოფო, მრავალი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი და სხვ.; მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კეთილშობილ ქალთა ინ-ტებს. მაღალჩინოსან მოხელეთა ოჯახებს ამ ინ-ტებში საგვარეულო ადგილები ჰქონდათ. სწავლაში წარჩინებული მოსწავლე ქალებისათვის დაწესებული იყო ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო უმაღლესი ჯილდო იყო შავი ხავერდის დიდ ბანტზე მიმაგრებული, უმაღლესი სინჯის ოქროსაგან ჩამოსხმული რუს. ინიციალების МФ-ის (მარიამ თევდორეს ასული) მონოგრამა, რ-საც დაჯილდოებული მარცხენა ბეჭზე იკეთებდა. თბილისში იყო დედოფალ მარიამის უწყების სასწავლებლები, მ. შ. კეთილშობილ ქალთა ინ-ტი, რ-საც ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ერქვა. დ. მ. დ. უ-მ იარსება 1917-მდე.