დედოფლისწყარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედოფლისწყაროს გერბი. 2011.

(1926–91 – წ ი თ ე ლ წ ყ ა რ ო), ქალაქი (1963- იდან) აღმ. საქართველოში, კახეთის მხარეში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე. ზ. დ. 800 , თბილისიდან 124 კმ , თბილისი – დ-ს სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტი. 7,7 ათ. მცხ. (2002). XIX ს. დამდეგიდან დ. ყარაღაჯთან ერთად რუს. ჯარის კავალერიის დივიზიის შტაბ-ბინა, ანუ სამხ. სადგომი იყო. შეუცვალეს სახელწოდება და "ცარსკიე კოლოდცი" უწოდეს. დ-ში ზომიერად ნოტიო სუბტროპ. ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 10,1°ჩ, იანვ. –1,5°C, ივლ. 21,7°C; აბსოლ. მინ. –26°C, აბსოლ. მაქს. 35°C. ნალექები 650 მმ წელიწადში. ქალაქში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დ-ს მახლობლად დგას ხორნაბუჯის ციხე.