დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1975. მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა (ძვ. წ. VI–I სსიდან გვიანფეოდალურ ხანამდე): საბეჭდავები, სამკაული, სამედიცინო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს პინცეტი, საკულტო სკულპტურები, კამეჩის ნიღბები, სკვითური ისრისპირები; ნუმიზმატიკა: VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართ., ჰულაგუიდური, რუს., გერმ. მონეტები; ეთნოგრაფიული მასალა: ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები; ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. მუზეუმში ინახება აგრეთვე XX ს. ქართვ. მხატვართა ფერწერული ნამუშევრები (რ. სტურუა, ა. პოპიაშვილი, ჯ. გვიმრაძე, რ. თორდია, ვ. ალბიროვი). დ. მ. მ-ში დაცულია დაახლ. 10 ათ. ექსპონატი. მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციებია ბერლინისა და ჰალეს არქეოლ. ინ-ტები.