დედული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სამართ. ისტ.), შუა საუკუნეების საქართველოში დედის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობის უფლებით მის შვილებს გადაეცემოდა. დ. შედგებოდა დედის მზითევისა და მონაგებისაგან, ანუ პირადი შრომა-გარჯილობით შეძენილი ქონებისაგან (მონაგებში ხშირად ნაყიდი ან ომში "ხმლით ნაშოები" ქონებაც იგულისხმებოდა). მემკვიდრეობით მიღებული დ. ემატებოდა მამულს და მის შემადგენელ ნაწილად იქცეოდა.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984. ი. ფუტკარაძე.