დევდარაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეობის მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. ყაბახის (თერგის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიგრძე 7,0 კმ , ფართ. 7,5 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 2260 მ სიმაღლემდე. დ. ტურიზმის ობიექტია. დ-ის ბოლოსა და ბართქორთის ქედზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი ერთ-ერთი მოხერხებული გზა. ცნობილია მყინვარის ინტენს. მოძრაობით გამოწვეული ნგრევები (XVIII ს. 70-იანი წლებიდან XIX ს. 70-იანი წლების ბოლომდე), რაც იწვევდა წყლის შეგუბებას და კატასტროფულ წყალმოვარდნებს დარიალის ხეობაში, ზიანდებოდა საქართველოს სამხედრო გზა.


დევდარაკი

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მყინვარწვერის მასივის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. ამალის (თერგის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 4,5 კმ , აუზის ფართ. 17,8 კმ 2. სათავეს იღებს დევდარაკის მყინვარიდან, ზ. დ. 2260 სიმაღლეზე. ა. ჯავახიშვილი.