დევდარიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია (შაქრო) დავითის ძე (1836 – XX ს. დასაწყისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1901). მონაწილეობდა ყირიმის (1853–56), რუს.- ოსმ. (1877–78) ომებში. 1859-იდან მსახურობდა მე-13 ლაიბგრენადერ- თა პოლკში, შემდეგ – კავკ. სამხ. ოლქის შტაბში საინტენდანტო თანამდებობებზე. 1901 დაითხოვეს კავკ. სამხ. საოლქო ეგზეკუტორის თანამდებობიდან. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის, წმ. ანას და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ლ. დოლიძე.



სარჩევი

დევდარიანი თამაზ ლევანის ძე

თ. დ ე ვ დ ა რ ი ა ნ ი. ქანდაკება "მამა". ტონირებული თაბაშირი. 1980. ტრეტიაკოვის გალერეა. მოსკოვი.

(17. VI. 1937, თბილისი, – 27. VI. 1989, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1979). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1961, პედაგოგები – ს. კაკაბაძე, კ. მერაბიშვილი) და თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1966). 1961-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1978–86 იყო თბილ. ქანდაკების კომბინატის მთ. მხატვარი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ახალგაზრდა მეცნიერი" (1961), "ქალიშვილის პორტრეტი" (1962), "ძმათა სასაფლაოზე" (1964; სამივე საქართველოს ეროვნ. გალერეა, თბილისი), "კოლმეურნე" (1976), "მამა" (1980; ორივე ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "წერილი ფრონტიდან" (1986), "ალპინისტი" (1987; ორივე სურათების გალერეა, მოსკოვი), არის ვეფხისტყაოსნისადმი მიძღვნილი სერიის ავტორი (1966–67, ჭედურობა) და სხვ. მხატვრულად გააფორმა ზ. ფალიაშვილის სახლმუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია (1962). შექმნა ქართვ. მუსიკოსთა ბარელიეფები. 1962–88 აქტიურად მონაწილეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებში.




დევდარიანი იური სეითის ძე

[4 (17). VIII. 1909, ქ. ვოლოგდა, – 15. VI. 1989, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1974). დაამთავრა ლენინგრადის წყლის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი (1930). 1930–41 მუშაობდა თბილისში "ჰიდროენერგოპროექტში", 1941-იდან – საქართვ. ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1971-იდან საქართვ. მეცნ. აკად. ა. დიდებულიძის სახ. ენერგეტიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი). 1958–79 იყო ამ ინ-ტის ჰიდროტექ. განყბის გამგე, 1979–86 – სექტორის გამგე, 1986–89 – წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. მისი შრომები ეხება უმთავრესად ენერგოსისტემების განვითარების საკითხებს.

თხზ .: Вопросы определения параметров ГЭС…, კრ.: Оптимизация параметров и режимов компонентов водохозяйственного комплекса, М., 1973.




დევდარიანი კლავდია მანუილის ასული

კ. დევდარიანი.

[20. IX. 1910, სოფ. მირონწმინდა (ახლანდ. წითელხევი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 21. III. 2003, თბილისი], მწერალი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1970). დაამთავრა ქუთ. ქალთა სასწავლებელი (1926), შემდეგ თსუ-ის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1930). სხვადასხვა დროს მუშაობდა ხარაგაულში – მასწავლებლად, თბილისში – საქართვ. მწერალთა კავშირში (საბავშვო სექციის მდივანი), საქართვ. განათლების სამინისტროში, მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (სამხატვრო საბჭოს წევრი). 1932- იდან თანამშრომლობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებთან; 1934 ჟურნ. "პიონერში" გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა "აღარ დაბრუნდა". საბავშვო მოთხრობების კრებ. "ნიას ქოჩორა" 1941 გამოსცა. დ-ს ეკუთვნის: "მოთხრობები" (1950), "დიდ გზაზე" (1951); ბიოგრ. რომანები: "სიჭაბუკე პოეტისა" (1957; ცალკე წიგნად, 1960), "სიცოცხლე და უკვდავება" (1964, 1988), "ყმაწვილკაცობა მემატიანისა" (1980); რომანები: "ძველი ფუძე" (1966), "ორი რომანი" (1988); მოთხრობა "დრო და სივრცე" (1970, 1975, 1989); მხატვრული ნარკვევი "ცრემლი ვაზისა" (1988); პიესა "დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე" (დაიდგა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში 1970) და სხვ. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. მედლით (1970), შიო მღვიმელის სახ. პრემიით (1989), ღირსების ორდენით (1999).





დევდარიანი სეით სარდიონის ძე

(1879 – 21. IX. 1937), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართვ. ს.-დ. პარტიის წევრი (1900-იდან) და ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1898) და ხარკოვის უნ-ტი. XX ს. 10- იან წლებში იყო ს.-დ. ერთ-ერთი ლიდერი ხარკოვში. 1917 დაბრუნდა სამშობლოში. 1917–19 – იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს, ხოლო 1919–21 – საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრი. ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.–მარტი) შემდეგ აქტ. ჩაება საქართვ. ეროვნ.- განმათ. მოძრაობაში. 1921–24 იყო საქართვ. ს.-დ. პარტიის არალეგ. ცენტრ. კომიტეტის თავ-რე. 1922–24 საქართვ. ანტისაბჭ. ინტერპარტ. პარიტეტული კომიტეტის (იგივე დამოუკიდებლობის კომიტეტის ) წევრი. გარდა პოლიტიკურისა, დ. ეწეოდა აქტ. საზოგადოებრივ და პუბლიც. მოღვაწეობას. 1937 რეპრესიების დროს დახვრიტეს.

[[თხზ .: საქართველოს ეკონომიკური ვითარებისათვის, ტფ., 1920; ილია ჭავჭავაძე (ფილოსოფია, სოციოლოგია, ესთეტიკა), გაზ. «ლიტერატურული საქართველო », 1936, #13–15.

ლიტ. : ჩ უ ბ ი ნ ი ძ ე ვ., მოგონება. წიგნი მეორე, პარიზი, 1953; აჯანყება– 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ, თბ., 1994 (პირველად გამოიცა 1925 წ.). ლ. ურუშაძე.