დეველოპერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ინგლ. Developer <develop – შექმნა, სრულყოფა, განვითარება), მეწარმე, რომელიც უძრავი ქონების ობიექტის მშენებლობიდან იღებს მოგებას. მისი საქმიანობა მდგომარეობს შემდეგ- ში: უკვეთავს პროექტს, ყიდულობს ან არენდით იღებს მიწის ნაკვეთს, უზრუნველყოფს კომუნიკაციების გაყვანას, ობიექტის მშენებლობას ან შეკეთებას, აფინანსებს სამუშაოთა შესრულებას, არენდით გასცემს ან ყიდის შექმნილ ობიექტს. დ-ის საქმიანობას ეწოდება დ ე ვ ე ლ ო პ მ ე ნ ტ ი (Development)). ესაა ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, რ-იც დაკავშირებულია არსებული შენობის ან მიწის ნაკვეთის რეკონსტრუქციასთან ან ცვლილებასთან, რ-ითაც მიიღწევა მათი ღირებულების ზრდა. დეველოპმენტი გულისხმობს აგრეთვე შენობისა და ნაგებობის რემონტსაც – იმ შემთხვევაში, თუ იგი ზრდის გაყიდვის ფასს ან საარენდო განაკვეთს. ასეთ დეველოპმენტს ეწოდება რ ე ნ ო ვ ა ც ი ა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი მოქმედი დეველოპერული კომპანიები ძირითადად გაიგივებულია სამშენებლო კომპანიებთან. ფუნქციონირებს 200-ზე მეტი დეველოპერული კომპანია, რ-თა შორის სამუშაოთა მოცულობისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის მიხედვით ლიდერობენ შემდეგი კომპანიები: "აქსისი", "არსი", "ახალი სტილი", "თბილისი", "იბერია-ვარსკვლავი", "სასკო" და ა. შ. შ. კერესელიძე.