დევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღაპრის პერსონაჟი, ბოროტი საწყისი, ეშმაკი, დემონი; უხეში ფიზიკური ძალის განსახიერება, გოლიათი. ქართ. ფოლკლორში დ. ავსულის, ეშმაკის მსგავსია. დ-ის, როგორც პერსონა- ჟის, სახე შედარებით გვიან ჩამოყალიბდა ზღაპრული დ. მავნე, ბოროტი არსებაა, ითავსებს გველეშაპის ფუნქციებსაც, მრავალ- თავიანია, შეიძლება იყოს თეთრი, წითელი ან შავი; შთანთქავს მზეს, იტაცებს და ქვესკნელში მალავს მზეთუნახავებს, რ-ებთანაც სამიჯნურო ურთიერთობას ამყარებს. დ. გამოირჩევა გიგანტური გარეგნობით, განუზომელი სიმაღლით. ცხოვრობს ადამიანური ყოფით, ჰყავს ძმები, დედა. სახლობს ქვესკნელში, ზოგჯერ – გამოქვაბულსა ან ჩვეულებრივ სახლში. ხშირად დიდი სიმდიდრის მფლობელია. დ-ის მოკვლა ძნელია მისი სულის მრავალსაფეხურიანი საფარის გამო. აქვს კანიბალური თვისებები: ადამიანის სუნის შეგრძნება და მისი შეჭმის სურვილი. დ-ის საზარელი გარეგნობა ზოგიერთ ქართ. ზღაპარში სატირულ ელფერს იღებს. სიბრიყვითა და უგუნურობით ის ბევრჯერ კომიკურ მდგომარეობაში ვარდება.

ლიტ .: ო ჩ ი ა უ რ ი თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967; ჩ ა ჩ ა - ვ ა მ., სპარსულ-ქართული ფოლკლორული ურთიერთობიდან, კრ.: ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 3, თბ., 1972; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947. მ. ჩაჩავა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დევი&oldid=3687-დან“