დევისხვრელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევისხვრელი. კაჟისა და ობსიდიანის იარაღი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმენამოსახლარი მდ. ჩხერიმელისმარჯვენა ნაპირას, სოფ. ლაშესა და ხარაგაულს შორის, ხანდების კლდეში, მდინარის დონიდან 80 სიმაღლეზე (ზ. დ. 280 ). მღვიმე კარსტული წარმოშობისაა (სიღრმე 40 , შესასვლელის სიმაღლე 5 , სიგანე 4 ). 1926–31 გათხარეს (გ. ნიორაძე) 1,20 მსაერთო სიმ- ძლავრის 4 ფენა, რ-თაგანაც ადამიანის ცხოვრების ნაშთები იყო ზევიდან მესამე ფენაში. აღმოჩნდა კაჟისა და მცირე რაოდენობით ობსიდიანის იარაღი (მოგრძო ლამელებზე ნაკეთები საჭრისები და საფხეკები, მიკროლითური სახვრეტები, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის დანები, მაღალი ფორმის საფხეკები, ხელშუბისპირები), ლამელები, ნუკლეუსები და ანამტვრევ-ანატკეცები, რიყის ქვის ხელჩაქუჩი, აგრეთვე კაჟის იარაღის წარმოებასთან დაკავ- შირებული ხელსაწყოები (გრდემლი, რქისა და კაჟის კომპრესორები). საყურადღებოა ამავე ფენაში განათხარი ადამიანის ქვედა ყბის მარჯვ. ნახევრის (ზედა ორი კბილით) აღმოჩენა. გ. ნიორაძემ დ. ასაკობრივად ევროპის ზედა ორინიაკს და ჩრდ. აფრიკის ძვ. კაფსიის კულტურას დაუკავშირა, ს. ზამიატნინმა კი ამიერკავკ. ზედა პალეოლითური კულტ. მეორე ქრონოლ. ჯგუფში გააერთიანა. დ-ის შესწავლამ დასაბამი მისცა საქართველოში ქვის ხანის ძეგლების სისტემ. არქეოლ. კვლევა- ძიებას.

ლიტ .: ნ ი ო რ ა ძ ე გ., პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში, ტფ., 1933 (საქართველოს მუზეუმის შრომები, ტ. 6). ნ . ბერძენიშვილი.