დევის პინები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადრინდელი შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი (საკულტო ტაძრის ნაშთი და სამაროვანი) მდ. შავი არაგვის ხეობაში, ფასანაურიდან 8 კმ -ზე, სოფ. ბახანთან. შეისწავლეს 1959 (ხელმძღვ. ს. ბედუკაძე). ქვის პინა წარმოადგენს კუბური ფორმის შირიმის ქვას (60 სმ × 60 სმ × 25 სმ ), რ-ის შუა ნაწილი კიდეების პარალელურად კვადრატულად (20 სმ × 20 სმ ) არის ამოკვეთილი 18 სმ სიღრმეზე. გადმოცემით, ტაძარში, პინებთან, მეწველი ძროხები უნდა მიეყვანათ და რძე პინებში ჩაეწველათ, რაც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების კულტთან. შემორჩენილია ერთი ქვის პინა. იგი დაცულია ფასანაურის რესტორნის ეზოში და გამოყენებულია დეკორაციად.

ლიტ .: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., მთიულეთი, ტფ., 1930; ხ ო რ ნ ა უ ლ ი გ., მთები და სახელები, თბ., 1983. ს. კალანდაძე.