დეისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის თემში (იმერეთის მხარე), მესხეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 700 , ხარაგაულიდან 20 კმ , მოლითიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 265 მცხ. (2002). დ. წყაროებში პირველად XVIII ს-შია მოხსენიებული გდეისის სახელწოდებით, თუმცა ი. გიულდენშტედტი სოფელს "დს" უწოდებს. 1711 დ. ქართლის სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან ძალადობრივი შეერთების შემდეგ – გორის მაზრაში, ხოლო ქუთაისის გუბ. შექმნის შემდეგ – შორაპნის მაზრაში. სოფელში დგას XIX ს. წმ. კვირიკეს ეკლესია. ნაგებია ჭალის თლილი ქვის სწორი რიგებით. თ.ბერაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დეისი&oldid=3765-დან“