დეკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეკა კავკასიური (Rhododendron caucasicum).

(Rhododendron caucasicum), რელიქტური მცენარე მანანასებრ- თა ოჯახისა, როდოდენდრონის გვარისა. მარადმწვანე დაბალი (1– 1,5 ) ბუჩქია. მიწაზე გაწოლილი ღეროები და რკალისებრ წამოწეული ტოტები აქვს. მისი მოგრძო ფოთლების ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი – ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო მეტად ლამაზ ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელბულია კავკ. სუბალპ. და ალპ. სარტყელ- ში ზ. დ. 1600–3000 მ -მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში – პონტოს მთებში, კავკ. დას. ნაწილში. ხარობს ყველანაირ ფერდობზე, აღმ. რ-ნებში ჩრდ. კალთებს ეტანება. ჩვენს სუბალპ. ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ, ალპ. სარტყელში კი ქმნის ასევე ხშირ რაყას – დეკიანს . ყვავილობს ივნ.- ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვ.- სექტემბერში. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. მ. სახოკია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დეკა&oldid=4107-დან“