დეკანაშვილები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., განახლება, გოდგაძეები, გუდასახო, დიაკონიძეები, დუაძეები, ელელიძეები, კურცხალი, ოქრუაშვილები, უჩხო, ქედლები, ძირკვაძეები). ზ. დ. 1000 , ხულოდან 1 კმ . 908 მცხ. (2002). სახელი ეწოდა დეკანაძეების საგვარეულოს მიხედვით.