დეკანოზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა იერარქიის მეორე ხარისხის 363 მღვდლის საპატიო წოდება. დ-ის წოდება ეძლევათ მხოლოდ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს. ტერმინი შეიძლება მომდინარეობდეს ბერძნ. სიტყვიდან "დეკა" (ათი). დეკანოზი შეიძლება იყოს საეკლ. ოლქის ზედამხედველი და რამდენიმე ტაძრის წინამძღვარი; 2. აღმ. საქართველოს მთაში ხატის მსახური, რ-იც სახატო რიტუალს (დროშებისა და ხატების გამოსვენება, დალოცვა, მსხვერპლის შეწირვის წესი) ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა. ვ. კობახიძე.