დეკანოზოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ გიორგის ძე (15. VI. 1898, ბაქო, – 23. XII. 1953), დიპლომატი, საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1945), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1943). 1916 დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა სარატოვის, ბაქოს უნ-ტებში. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა საქართველოში [1927 – საქ. კპ(ბ) ცკ-ის პასუხისმგებელი ინსტრუქტორი, 1931–34 იყო საქ. კპ(ბ) ცკის მდივანი, 1934–36 – განყ-ბის გამგე]. 1938 მიენიჭა სახელმწ. უშიშროების III რანგის კომისრის წოდება. 1940 ნოემბ. – 1941 ივნ. იყო სსრკ ელჩი გერმანიაში. 1946–47 მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1953 წ. 10 აპრილიდან დაინიშნა საქ. სსრ შინაგან საქმე- თა მინისტრად. იმავე წლის ივნის- ში რეპრესირებულ იქნა ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით. ლ. დოლიძე.