დეკანოიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი ილარიონის ძე (3. IV. 1927, სოფ. მერჯევი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 24.V. 1984, თბილისი), ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1978), საქართვ. ენტომოლოგიური საზბის თავ-რე (1978–84). 1949 დაამ- თავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მეაბრეშუმეობის ფაკ-ტი. 1952- იდან მუშაობდა ამავე ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1979– 84 იყო აგრონ. ფაკ-ტის დეკანი და ენტომოლოგიის კათედრის გამგე (1981–84). გამოიკვლია ვაზისა და თუთის კულტურების ენტომო- და აკაროფაუნა. შეისწავლა უმთავრესი სახეობების ბიოეკოლოგია, დაადგინა საქართველოში გავრცელებული ჭიჭინობელების ტაქსონომიური შედგენილობა, აღმოაჩინა და აღწერა ახ. სახეობა – ვაზის ჭიჭინობელა [Erythroneura imeretina (Dekanoidze)]. ენტომოლოგიის საერთაშ. კატალოგში შეტანილია ქერცლფრთიანთა ერთ-ერ- თი წარმომადგენელი, რ-იც დ-ის გვარს ატარებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ვაზის კულტურის მავნებელი, თბ., 1964; თუთის ხის მავნებელ-დაავადებანი და მათთან ბრძოლა, თბ., 1972; ენტომოლოგია, თბ., 1974 (თანაავტ. ირ. ბათიაშვილი); ფიტოაკაროლოგია, თბ., 1981; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ტკიპები და მათთან ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები, თბ., 1982.