დეკანოსიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. ე. დეკანოსიძე.

გენრი ევგენის ძე (15. IX. 1935, გორი), ფარმაკოქიმიკოსი. მედ. მეცნ. დოქტორი (2003), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004). 1959 დაამ- თავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1959–63 იყო ცხინვალის #1 აფთიაქის მმართველის მოადგილე; 1963-იდან ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინ-ტის ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელია, 1983-იდან – ამავე ლაბორ. გამგე. დ-მ შექმნა ბ რ ო ნ ქ ო ს პ ა ზ მ ო ლ ი ზ უ რ ი პრეპარატი "კავსურონი" და ერთ-ერთი პირველი მცენარეული არასტეროიდული, ანტირევმატიული პრეპარატი – "ფაციფლოგინი". დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 3 მონოგრაფიის ავტორი.

თხზ. : წამალთმცოდნეობის მეცნიერული მოსაზრებანი, თბ., 2009 (თანაავტ.: ბ. რაჭველიშვილი, დ. ცინცაძე); Исследование тритерпеновых гликозидов, Тб., 1982 (თანაავტ.); Биологическая роль, распространение и химическое строение тритерпеновых гликозидов, Тб., 1984 (თანაავტ.).







დეკანოსიძე

თ. დეკანოსიძე.

თამარ ივანეს ასული (3. XI. 1922, ხარაგაული, – 23. VII. 2008, თბილისი), პათოლოგანატომი. საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1983), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრი (1973). მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). 1943 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი (თსსი); 1943–69 იყო ამავე ინ-ტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1969–73 – ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973–96 – პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943– 90 მუშაობდა თბილ. სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად. 1980–2000 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. პათოლოგანატომი, 1984–99 – საქართვ. პა- თოლოგანატომთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. მონაწილეობდა თბილის- ში 1989 წ. 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. დ-ის სამეცნ. შრომები ეხება საქართველოში სექციური მასალის ანალიზს ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლ. ზრდის პირობებში გეროგენული ცვლილებების მორფოლ. საფუძვლებს, სამედ.-ბიოლ. პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა). დ-ს გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, მ. შ. "შეგუებისა და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები" (მიენიჭა ი. თარხნიშვილის სახ. პრემია, 1962). მის სახელს უკავშირდება საქართველოში პათოლოგიური ანატომიის სამსახურის (1968), ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის სწავლების (1969), პათოლოგიური ანატომიის სწავლების რეორგანიზაცია (1973), იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს და ჟურნ. "Архив патологии"-ს რედ. კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).




დეკანოსიძე

ოთარ ქაიხოსროს ძე (28. XII. 1915, სოფ. ღარიხევი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 16. II. 1967, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა საქართვ. სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები. 1942- იდან მუშაობდა დამდგმელ ოპერატორად დოკუმენტურ და სამეცნ.- პოპულ. ფილმებზე. ძირითადი ნამუშევრები: "სახლი მწვერვალზე" (1947), "სამგორი" (1948), "ქართლის ბაღებში" (1952), "უძველესი ქალაქის გაზაფხული" (1958), "ამბავი ერთი ცდისა" (1959; მიღებული აქვს საპატიო დიპლომი ვარშავაში სამეცნ.-პოპულ. ფილმების V საერთაშ. კინოფესტივალზე, 1962), "მეგობრების შეხვედრა" (1960), "ალვანელი მეცხვარეები" (1964), "თბილისი – 15 საუკუნე და ერთი დღე" (1966) და სხვ. II მსოფლიო ომის პერიოდის ფილმები: "სევასტოპოლისათვის ბრძოლაში" (1944), "ბრძოლა კავკასიისათვის" (1944) და სხვ. ფილმები ქართვ. ალპინისტებზე (ბ. კრეპსთან ერთად) "უშბა" (1946; დიპლომი ვენეციის VIII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1947), "გმირული ტრავერსი" (1950), "პამირის მწვერვალებზე" (1954; საპატიო დიპლომი ვენეციის XVII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1956), "მთები და წლები" (1963) და სხვ. გ. ასათიანთან ერთად გადაიღო ფილმები: "ნადირობა ჯუნგლებში", "მოგზაურობა ნეპალში" (ორივე 1959), "ალჟირის დღიური" (1961), "საჰარა", "მაროკო" (ორივე 1962), "უძველესი კულტურის ქვეყანა" (1963) და სხვ. ა. გვენცაძე.