დელი დილავერ-ფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ. დელი – შმაგი, ფიცხი), XVII ს. ოსმალეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი. ბავშვობისას იმერეთიდან ტყვედ წაუყვანიათ და გაუყიდიათ. დ. დ. მამლუქი გამხდარა, მსახურობდა ყარა მუსტაფა-ფაშასთან; როდესაც ფაშა დიდი ვეზირი გახდა, მან დ. დ. თორთუმის სანჯაყბეგად დანიშნა (1639). დ. დ-მ მონაწილეობა მიიღო გონიოსთან გამართულ ბრძოლებსა და სამეგრელოზე თავდასხმაში (1647). შემდეგ ილაშქრა ბასრაზე. 1667 მისი კვალი დაიკარგა. თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, დ. დ. ყოფილა გამორჩეული ადამიანი, შეუდრეკელი და უშიშარი მებრძოლი, უებრო ცხენოსანი, მეთოფე და მექამანდე.

ლიტ .: ე ვ ლ ი ა ჩ ე ლ ე ბ ი ს "მოგზაურობის წიგნი". თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ, ნაკვ. 1–2, თბ., 1971–73. მ. სვანიძე.