დელტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი. 1965 სსრკ სახ. მეურნ. საბჭოსთან შეიქმნა საბაზისო იზოტოპების ლაბორატორიები, რ-თა დანიშნულება იყო სახ. მეურნეობაში "მშვიდობიანი ატომის" დანერგვა. 1966-იდან თბილისის იზოტოპების ლაბორ. დაექვემდებარა სსრკ თავდაცვის მრეწვ. სამინისტროს. 1968-იდან ჩამოყალიბდა როგორც სსრკ თავდაცვის მრეწვ. სამინისტროს სახელმწ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანების "დელტას" თბილისის ფილიალი. 1989-იდან უწოდეს ზუსტი ხელსაწყოების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო ინ-ტი "დელტა". 1998-იდან საქართვ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 1998-იდან მის ბაზაზე შეიქმნა სახელმწ. სამხ. სამეცნ.-ტექ. ცენტრი "დ.". ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სპეც დანიშნულების აღჭურვილობის და მასალების შექმნა და სერიული გამოშვება; საბრძოლო მასალების ფეთქებადი ნივთიერებით უტილიზაცია; ოპტ. ხელსაწყოები, ლოკაციური სისტემები, პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავება და სხვ. ცენტრის თანამშრომელთა გამოგონებებს მიღებული აქვს 150 - ზე მეტი საავტორო მოწმობა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დელტა&oldid=3826-დან“