დემავენდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩამქრალი ვულკანი ელბურსის ქედზე, ირანის უმაღლესი მწვერვალი, სიმაღლე 5604 . დამრეცი კონუსის სიმაღლე ქედის თხემიდან 1,5 კმ . აგებულია ძირითადად ანდეზიტური ლავებით. არის თანამედროვე მყინვარები. კალთებზე ცხელი აირებისა და გოგირდოვანი წყაროების გამოსასვლელებია. 1944 დ-ზე ჩატარდა პირველი მასობრივი ასვლა, რ-საც ქართვ. მთამსვლელები კ. ჯავრიშვილი (საერთო ხელმძღვანელი), კ. ასტახიშვილი, ი. ივანიშვილი, რ. ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ.