დემეტრაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. დემეტრაშვილი.

ავთანდილ ვლადიმერის ძე (დ. 21. XI. 1941, სოფ. პატარა თონეთი, ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი), იურისტი, საკონსტიტუციო სამარ- თლის სპეციალისტი, საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რე (1996–2001), საქართვ. სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის თავ-რე (2009-იდან). 2001–04 იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. დაამ- თავრა ქ. პერმის სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1967), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1975). 1986-იდან მუშაობს თბილ. ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტში (კათედრის გამგე, პროფესორი), არის მრავალი სამეცნ. შრომის (მ. შ. 3 მონოგრაფია) ავტორი, კონსტ. სამართლის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. მინიჭებული აქვს მოსამართლის უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის სპეც. წოდება და იუსტიციის სახელმწ. მრჩევლის საკლასო ჩინი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.






დემეტრაშვილი

ივანე გაბრიელის ძე (2. XI. 1910, სოფ. დიდი თონეთი, ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, – 16. IV. 1945, ბერლინის მისადგომებთან), საბჭ. კავშირის გმირი (31. V. 1945, სიკვდილის შემდეგ), კაპიტანი. 1931 დაამთავრა თბილ. კავშირგაბმ. ტექნიკუმი. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბელორ. I ფრონტის ჯარების შემადგენლობაში. ბერლინის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დაკრძალულია ქ. კიუსტრინში (ახლანდ. კოსტშინი, პოლონეთი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.






დემეტრაშვილი

ნ. დემეტრაშვილი.

ნანა (ნათელა) ალექსანდრეს ასული (19. IV. 1939, თეთრი წყარო, – 15. VIII. 2011), რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1983). 1963 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკტი. 1963–64 რეჟისორად მუშაობდა თბილ. სანკულტურის თეატრში, 1964–67 – გორის გ. ერისთავის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრში. 1967–87 – სათავეში ედგა მესხეთის (ქ. ახალციხე) განახლებულ დრამ. თეატრს (1967–76 – მთ. რეჟისორი; 1976–87 – დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი). სპექტაკლები დადგა თბილ. ა. გრიბოედოვის სახ., ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ., ჭიათურის სახელმწ. დრამ. და რუსთავის დრამ. თეატრებში. დ-ის საუკეთესო ნამუშევრებია: კ. ვიტლინგერის "ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი", ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", ო. ჩხეიძის "თედორე", ა. გეწაძის "პაემანი ცაში" (სპექტაკლის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა მოსკოვში 1976), ფ. შილერის "ყაჩაღები", კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია", მოლიერის "ტარტიუფი", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი". დ-ის სპექტაკლები (ა. გეწაძის "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს", "წმინდანები ჯოჯოხეთში") წარმატებით დაიდგა კირჯალის (ბულგარეთი) დრამ. თეატრში. 1987–2007 დ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში. მიღებული აქვს ს. ახმეტელის სახ. პრემია (2010) და სახელმწ. ჯილდოები. შ . ც უცქირიძე.