დემეტრაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბ. დემეტრაშვილი.

ბორის დავითის ძე (5. I. 1934, თბილისი, – 17. VII. 2000, იქვე), სამთო ინჟინერი. პროფესორი (1985), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (2000). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1957). 1957–59 მუშაობდა დონბასის შახტებში, 1960–72 – სხვადასხვა პარტ.-სამეურნეო სამუშაოზე საქართველოში. 1984–89 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტის დეკანი, 1989-იდან გარდაცვალებამდე – სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე. საქართვ. სამთო საზ-ბის თავ-რე (1998), "სამთო ჟურნალის" დამაარსებელი და მთ. რედაქტორი (1998). 1993 საქართვ. ტექ. უნ-ტში სასწავლო შახტი-ლაბორატორიის შექმნისათვის ავტორთა ჯგუფს, რ-საც იგი ხელმძღვანელობდა, მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (ამჟამად – შახტი-ლაბორატორია მისი სახელობისაა). ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). თხზ .: მარგი წიაღისეულის მოპოვება, თბ., 1980; ქანების მასივის მდგრადობის მართვა, ნაწ. 1, თბ., 1982.





დემეტრაძე

ნიკოლოზ ივანეს ძე [6 (18). XII. 1888, სოფ. წითელი ხევი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 7. IV. 1954, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937). 1919 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1924–29 მუშაობდა თბილ. სხვადასხვა საავადმყოფოში ქირურგად. 1937–47 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის (ახლანდ. უნტი) ტოპოგრ. ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პროფესორი, 1947-იდან გარდაცვალებამდე – ამავე კათედრის გამგე. წლების მანძილზე იყო სამედ. ინტის სანჰიგიენური ფაკ-ტის დეკანი. დ. იკვლევდა ოპერაციული ქირურგიის და ტოპოგრ. ანატომიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ბარძაყის არხის თიაქარკვეთის ანატ. საფუძვლები, ნერვებისა და სისხლძარღვების ცვალებადობა, ოსტეომიელიტის მკურნალობა, კანის პლასტიკა და სხვ.

თხზ .: ტოპოგრაფიული ანატომიის სახელმძღვანელო, ნაწ. 1–2, თბ., 1942–47; ოპერაციული ქირურგიის სახელმძღვანელო, თბ., 1947; მუცლის ღრუს ოპერაციული ქირურგია, თბ., 1951; ტოპოგრაფიული ანატომია (სახელმძღვანელო სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის), გამოც. მე-2, თბ., 1968.