დემეტრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(დ ი მ ი ტ რ ი) I, აფხაზთა მთავარი VII ს. II ნახევარში. "მეფეთა დივანის" (XI ს. ქრონიკა) მიხედვით, აფხაზთა მე-6 მეფე (ერისთავი), ბარუკის ძე.




დემეტრე

დემეტრე II. საქართველოს მეფე. უდაბნოს მონასტრის კედლის მხატვრობა. XIII ს.

დემეტრე (დ ი მ ი ტ რ ი) II თ ა ვ - დ ა დ ე ბ უ ლ ი (დაახლ. 1259 – 12. III. 1289), საქართველოს მეფე 1271–89, დავით VII -ისა და გვანცა დედოფლის ძე. მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლ. 1262) შემდეგ ტარსაიჭ ორბელის სახლში იზრდებოდა. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268- იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VIIის გარდაცვალების შემდეგ, დ. II ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში, რადგან არსებული წესის თანახმად, იგი მეფედ მას უნდა დაემტკიცებინა. ყაენმა აბაღამ დ. II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენის სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რ-იც, აბაღას სურვილის თანახმად, დ. II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დ. II-ის მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დ. II საქართვ. ლაშქრით მონ- ღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებს რამდენიმე ათასი ქართვ. მეომარი შეეწირა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართვ. ლაშქარს დ. II სარდლობდა. დ. II-ის დროს ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო დაქვეითდა, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ- დავრდომილები და ქვრივობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გართულდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე – სოც. ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრდა კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერ- თო მიწისძვრა, რ-იც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდ. ზედაფენებ- ში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვეულებები (მრავალცოლიანობა და სხვ.). დ. II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა. დ. II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში. 1282 საქართვ. ლაშქრით ხორასანში იბრძოდა აჰმად-ყაენის (1282–84) მხარეზე აბაღას ძის არღუნის წინააღმდეგ; 1284-იდან ახ. ყაენის არღუნის (1284–91) მხარეს იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დ . II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დ. II-ის გავლენა საილხანოში. 1288 გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა, მისი ძე და მისი ნათესავმეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დ. II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რ-მაც ურჩია, ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დ. II დარბაზს არ დაეთანხმა, იმ მიზეზით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. მემატიანე ასე გადმოგვცემს მის სიტყვებს: "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან? ...მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა...". ურდოში დ. II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დ. II-ის მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდა, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ხუტლუბუღამ, რ-იც განაწყენებული იყო იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. ყაენის ბრძანებით დ. II-ს თავი მოჰკვეთეს. მისი ნეშტი ფარულად ჩამოასვენეს და მცხეთაში დაკრძალეს. შთამომავლობამ მას თავდადებული უწოდა. შერაცხულია წმინდანად. წმინდა მოწამე დ. II-ის ხსენების დღეა 12(25) მარტი.

წყარო : ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, ასწლოვანი მატიანე, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). ვ. გუჩუა.




დემეტრე

(დ ი მ ი ტ რ ი) II, აფხაზთა სამეფოს (დას. საქართველოს) მეფე (დაახლ. 825–861), ლეონ II -ის ძე. ენერგიულად იბრ- ძოდა ახალშექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX ს. 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დას. საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალ ბუღა თურქს. იგი შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბ- თა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. დ. II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთ. ამოცანა იყო აღმ. საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დას. საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX ს. I ნახევარში დას. საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართ. მონასტრის დაარსება.

წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქარ- თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ .: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI—ХVII вв.), Сух., 1959. ზ. ანჩაბაძე.




დემეტრე

(დ ი მ ი ტ რ ი) III, აფხაზეთის სამეფოს (დას. საქართველოს) მეფე დაახლ. 967–975, გიორგი II -ის ძე, ლეონ III-ის ძმა და მემკვიდრე. აქტიურად იბრ- ძოდა საქართველოში ჰეგემონიის მოსაპოვებლად. ფეოდ. ოპოზიციამ დაუპირისპირა საკუთარი ძმა თეოდოსი (იხ. თეოდოს III ), რ-საც მხარს უჭერდა მესხეთის, ქართლისა და კახეთის აზნაურთა ნაწილი. დ. III-მ დაამარცხა ძმის მომხრე აზნაურები, შემდეგ მოტყუებით შეიპყრო თეოდოსი, თვალები დასთხარა და შეძლო დროებით აღედგინა აფხ. სამეფოს ჰეგემონია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაშინ მეამბოხე ფეოდალებმა მის წინააღმდეგ აამხედრეს მეორე ძმა, მაგრამ დ. III-მ მათი ეს ცდაც ჩაახშო.

წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქარ- თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ .: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI—ХVII вв.), Сух., 1959. ზ. ანჩაბაძე.