დემეტრე გურიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის სამ- თავროს ფაქტობრივი გამგებელი 1659–60, იმერეთის მეფე 1660. დ. გ. ახალგაზრდობიდანვე ბერად იყო შემდგარი. 1658 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ და ვამეყ III დადიანმა ბანძის ბრძოლაში დაამარცხეს ლიპარიტ II დადიანი და ქაიხოსრო I გურიელი. გურიის სამთავრო ტახტზე ბრმა სიმონ გურიელი (სიმონ II) აიყვანეს და აშვილებინეს მონასტრიდან გამოყვანილი დ. გ., რ-იც ფაქტობრივად განაგებდა გურიის სამთავროს. 1659 ქაიხოსრო I ოსმალების დახმარებით გურიაში დაბრუნდა. დ. გ. იმერეთში გაიხიზნა. 1660, ქაიხოსროს მოკვლის შემდეგ, დ. გ. კვლავ გურიელად დაჯდა. 1660 იმერეთის ფეოდალებმა მოკლეს თურქთა მიერ გამეფებული ვახტანგ ბაგრატიონი (ჭუჭუნაშვილი) და დ. გ. იმერეთში დასვეს მეფედ. იმავე წელს დ. გ. ფეოდალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს, თვალები დათხარეს და გააძევეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია (1500–1810), ტფ., 1922. ქ. ჩხატარაიშვილი.