დემეტრე თავდადებულის ფელსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრე თავდადებულის ფელსი. სპილენძი. XIII ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

მეფე დემეტრე II-ის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტა. შუბლზე, ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში, არის დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა – "დემეტრე", ჩარჩოს გარეთ – "მეფეთა მეფე", ზურგზე (ცენტრში) მოთავსებული ორნამენტული ნიშნის ირგვლივ წარწერაა: "გვწამს მამაΩ ძეΩ და სული წმიდაΩ" (ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში).

ლიტ .: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969. ი. ჯალაღანია.