დემეტრე მგალობელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XVII ს. II ნახ. და XVIII ს. I ნახ. ქართველი მგალობელი, მწიგნობარი, კალიგრაფი, პედაგოგი. მოღვაწეობდა კახეთში. ჩვენამდე ხელნაწერის სახით მოღწეულია "გულანი" სამ მონაკვეთად. I მონაკვეთი (A–366) დ. მ-ს 1714–16 გადაუწერია კახეთში ერეკლე I-ის ასულის, მარიამის (ცნობილი პოეტი ქალი, ჰიმნოგრაფი) დახმარებით. ანდერძში ვკითხულობთ: "უფალო, შემიწყალე მე, დემეტრე. მგ [ალობელი]" (10. V).