დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. დაარსდა 1991 საქართვ. მეცნ. აკადემიის სისტემაში დემოგრაფიის სოც.- ეკონ. პრობლემების კვლევისა (შეიქმნა 1990 ეკონომიკის ინ-ტის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყ-ბის ბაზაზე) და სოციოლოგიური კვლევის (შეიქმნა 1989 საქართვ. მეცნ. აკადემიასთან) ცენტრების შეერთების საფუძველზე, როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტი. 2006-იდან ეწოდა დ. და ს. ი. პ. გუგუშვილის იდეა ინ-ტის შექმნის თაობაზე განახორციელა მისმა დამფუძნებელმა დირექტორმა ლ. ჩიქავამ . 2006-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს ა. სულაბერიძე ინ-ტის შექმნის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა განაპირობა საქართველოში არსებულმა რთულმა დემოგრ. ვითარებამ და მასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი პრობლემატიკის მეცნ. კვლევის განსაკუთრებულმა აქტუალობამ. ინ-ტში არის 3 განყ-ბა (დემოგრაფიის, სოციოლოგიის, ინფორმაციისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის), რ-თა პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებია: 1. თეორიული, ეთნიკური, სოციალური, ეკონომიკური და მათემატიკური დემოგრაფიის; 2. სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ოჯახის სოციოლოგიის; 3. სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და პროგრამირების საკითხები. როგორც დემოგრ., ისე სოციოლოგიის მიმართულებით თეორ.-მეთოდოლ. საკითხების კვლევა შეხამებულია გამოყენებითი (პრაქტიკული) ხასიათის კვლევა- ძიებასთან. ინ-ტში დაამუშავეს დემოგრ. და სოციოლოგიის აქტუალური პრობლემები, რ-თა შორის აღსანიშნავია დემოგრაფიული გადასვლის თეორიის, მოსახლ. აღწარმოების, დემოგრ. დაბერების და დეპოპულაციის ასპექტები; მსოფლიოს მოსახლეობის აღწარმოების რეგიონული თავისებურებანი; კრიტიკული დემოგრ. სიტუაცია საქართველოში – არსი, მიზეზები, დაძლევის გზები, დემოგრ. პროგნოზი; ოჯახის კრიზისი და საოჯახო პოლიტიკა; ქალთა დასაქმება და რეპროდუქციული ქცევა; მოსახლ. გარე მიგრაცია და მისი ნეგატიური გავლენა დემოგრ. პროცესებზე; ეთნოკონფლიქტები და ძალისმიერი მიგრაცია; ეთნოდემოგრ. პროცესები საქართველოში; ეროვნ. უმცირესობათა (რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ქურთები და ა. შ.) დემოგრ. ქცევის თავისებურებანი; მოსახლ. სოც., კულტურული და პოლიტ. ტრანსფორმაციის პროცესები და სხვ. სამეცნ.-კვლ. შრომები გამოცემულია მონოგრაფიებისა და სტატიების სახით. ინ-ტი გამოსცემს შრომების კრებულს – "დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები" (1998-იდან). ჩატარებული მეცნ. კვლევა-ძიების საფუძველზე შემუშავებული პრაქტ. ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები სისტემატურად წარედგინება შესაბამის ორგანოებს. 1999 ინ-ტში შემუშავდა და ხელისუფლებას განსახილველად წარედგინა "საქართველოს სოციალურდემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის კონცეფცია-პროგრამა". ა . სულაბერიძე.