დემოკრიტე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dēmokritos) ა ბ - დ ე რ ე ლ ი [დაახლ. ძვ. წ. 460, აბდერა (თრაკია), – ძვ. წ. 370], ანტიკური ეპოქის ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონის იდეალიზმისადმი დაპირისპირებული მატერიალისტური მსოფლმხედველობის დამფუძნებელი. სწავლული-ენციკლოპედისტი, ატომისტური მატერიალიზმის მამამთავარი. დიოგენე ლაერტელის ცნობით არის 70-მდე თხზულების ავტორი (ჩვენამდე მოღწეულია 300-მდე ფრაგმენტი). ქართ. ფილოს.-ისტ. კვლევაში საეტაპო მნიშვნელობისაა ს. დანელიას გამოკვლევები დ-ს ატომისტიკის შესახებ. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი სპეც. გამოკვლევა დ-ს შემეცნების თეორიის შესახებ. დ-ს მოძღვრების ანალიზი მოცემული აქვთ აგრეთვე ს. წერეთელს ("ანტიკური ფილოსოფია", თავი "დემოკრიტე", 1968), მ. გოგიბერიძეს ("ფილოსოფიის ისტორია, 1941), ავტორთა კოლექტივს (ერთობლივი ნაშრომი "ფილოსოფიის ისტორია", 1962). დ-ს შემეცნების თეორიას ეხება თ. კუკავას ნაშრომი "შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში" (თბ., 1965).

თხზ .: [წიგნში] დემოკრიტე, ეპიკურე. ფრაგმენტები, წერილები. თარგმ. და გამოც. თ. კუკავასი, თბ., 1959.

ლიტ .: დ ა ნ ე ლ ი ა ს., ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტე), [ტფ.], 1925 (მე-2 გამოც. 1933); მ ი ს ი ვ ე, ანტიკური ფილოსოფია სოკრატის წინ, ტფ., 1926; მ ი ს ი ვ ე, Научное знание в представлении Демокрита, Тфл., 1935.