დემურია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. დემურია.

(ქალიშვილობის გვარი – ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლი) მარიამ ივანეს ასული [21. III (2. IV). 1860, გორი, – 21. I (3. II). 1910, თბილისი], საზოგადო მოღვაწე, საბავშვო მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. სწავლობდა გორის სამრევლო სკოლაში, 1877-იდან – თბილ. საბებიო ინ-ტში, რ-ის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისში, ოზურგეთსა და საჩხერეში. 1893 საბოლოოდ დასახლდა თბილისში. მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა სცენისმოყვარემ, მწერალმა, ჟურნალისტმა და განათლების მუშაკმა. დ. იყო არაერთი სახალხო სახლის, თეატრის, ბ-კა-სამკითხველოსა და სხვა კულტ.-საგანმან. დაწესებულების ორგანიზატორი. 1904 მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა საყმაწვილო ჟურნ. "ნაკადული" , რ-ის რედაქტორი 1906-იდან თვითონ იყო. დ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. საბავშვო ლიტ-რისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში.

ლიტ .: გ ო გ ო ხ ი ა ლ., მარიამ დემურია, თბ., 1964; «ნაკადული», 1910, #2; ღ ვ ი ნ ი ა შ ვ ი ლ ი ა., ქართული საბავშვო ლიტერატურის მიმოხილვა (1883–1917), ტფ., 1934; ც ა ი შ ვ ი ლ ი ს., მ. ი. დემურია, კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968. ლ. გოგოხია.