დემჩინელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ს . დ ე მ ჩ ი ნ ე ლ ი. საცხოვრებელი სახლი. ნ. ბარათაშვილის ქუჩა #6.

დ ე მ ჩ ი ნ ს კ ი, სერგო ვასილის ძე (24. IX. 1906, ჭიათურა, – 12. XII. 1968, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი (1933). 1936- იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა "თბილქალაქპროექტში". დ-ის ძირითადი ნამუშევრებია: საცხოვრ. სახლები თბილისში – დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (1936), ბარათაშვილის ქუჩაზე (თანაავტორი, 1939), თამარ მეფის პროსპექტზე (1945), მელიქიშვილის ქუჩაზე (1949); მ ო ს წ ა ვ ლ ე - ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ი ს სასახლის რეკონსტრუქცია (თანაავტორი, 1938–39), მეტეხის ხიდი (კონსტრუქტორი გ. ჩომახიძე, 1951), ადგილ. მრეწვ. სამინისტროს ადმ. შენობა (1953), კინოთეატრები – "საქართველო" (1955) და "გაზაფხული" (1956). ს. კინწურაშვილი.