დენარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. denarius – ათნაწილიანი), ვერცხლის მონეტა, რომაული სამონეტო სისტემის ძირითადი ნომინალი. ემისია დაიწყო ძვ. წ. 269. ადრეულ ხანაში შუბლზე უმთავრესად გამოსახული იყო სხვადასხვა ღვთაება, შემდგომ კი – იმპერატორის ან დედოფლის დაფნისგვირგვინიანი პროფილი; ზურგზე – სხვადასხვა მითოლ. სცენა, სიუჟეტი რომის იმპერიის ცხოვრებიდან და სხვ. თავდაპირველი მასა – 4,55 . დროთა განმავლობაში ჩატარებული რეფორმების შედეგად დ-ის მასა და სინჯი თანდათან შემცირდა. II ს. ბოლოს კი დ-ის შემადგენლობაში 50% სპილენძი იყო. დ-ის დანაყოფებია კვინარიუსი (2,275 ) და სესტერციუსი (1,137 ). III ს-ში იმპ. კარაკალამ ახ. სამონეტო რეფორმა ჩაატარა და დ-ის ნაცვლად მოჭრა ანტონინიანი. საქართველოში რომის რესპუბლიკის დროინდელი დ. მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი (თბილისი, აბისი, კავთისხევი, ნაზოდელავო და სხვ.). I–II სს-ში მოჭრილი დ. კი წამყვან როლს თამაშობდა საქართვ. ეკონ. ცხოვრებაში და ამიტომაც უხვადაა აღმოჩენილი მცხეთაში, ზღუდერში, სეფიეთში, ეკში და სხვ.

ლიტ .: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1937–1951 წწ. ნუმიზმატიკური მონაპოვარი, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის », 1955, ტ. 1; З о г р а ф А. Н., Античные монеты, «Материалы и исследования по археологии СССР», 1951, в. 16; К а з а м а н о в а Л. Н., Введение в античную нумизматику, М., 1969. გ. დუნდუა.