დეპოზიტარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. პირი ან დაწესებულება, რომელიც შესანახად იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებს, დოკუმენტებსა და ფასეულობებს; 2. ფასეულობების შესანახავი. იმისდა მიხედვით, თუ რა ფასეულობებს ვინახავთ, არსებობს რამდენიმე სახის დ.ფასიანი ქაღალდების დ. საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ცენტრ. რგოლია. ტერმინი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში სხვადასხვანაირადაა განმარტებული და ამასთან განსხვავებულ ფუნქციებსაც ასრულებს. მაგ., აშშ-ის უდიდესი დ-ის – დეპოზიტარულისატრასტო კომპანიის (DTC) ძირი- თად ფუნქციებს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების შენახვა, იმობილიზაცია, მათზე საკუთრების უფლების აღრიცხვა, ნომინალური მფლობელის მოვალეობის შესრულება და სხვ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, როგორც სხვა ქვეყნებში, ფასიანი ქაღალდების ცენტრ. დ. კასტოდიანისა და საკლირინგო ორგანიზაციის (იხ. კლირინგი) ფუნქციებს აერ- თიანებს. საქართვ. კანონმდებლობით, ცენტრ. დ. ნომინალური მფლობელის დავალებით უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ცენტრ. კლირინგსა და ანგარიშსწორებას, ან ეწევა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მომსახურებას (ნომინალური მფლობელის მოვალეობის შესრულების მიზნით ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების ანგარიშების წარმოება, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის განხორციელება, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და მისი უზრუნველყოფის სფეროს, ასევე საინვესტიციო ფონდების მომსახურება და დეპოზიტური ხელწერილების გამოშვება). საქართველოში მოქმედებს ერთი დ. – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი. ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო ს ა მ ა რ - თ ა ლ შ ი დ. არის სახელმწიფო ან საერთაშ. ორგანიზაცია, რ-საც შესანახად ბარდება მრავალმხრივი საერთაშ. ხელშეკრულების ავთენტიკური ტექსტი და მისი რატიფიკაციის სიგელები.

წყარო : საქართველოს კანონი "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ", თბ., 1999.

ლიტ. : საბირჟო საქმე და ფასიანი ქაღალდების ბაზარი, თბ., 1998; П е т р о в В. С., Депозитарий на рынке ценных бумаг, М., 1999; Clearance and Settlement Systems in the World"s Securities. Markets-Group of Thirty, 1989. ვ. სვანაძე. თ. ხიზანიშვილი.