დერბენდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დერბენდის ციხე.

ძვ. დ ა რ უ ბ ა ნ დ ი (სპარს. დარ – კარი, ბანდ – ზღუდე), ჩ ო რ ი, ქალაქი დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. დ. VII–IX სს-ში არაბთა სახალიფოში შედიოდა, X ს-იდან ფეოდ. სამთავროს ცენტრია. სტრატეგიული მნიშვნე387 ლობის გამო (კეტავდა ჩრდ. კავკ. შემოსასვლელს) დ. მუდამ იყო გაერთ. საქართვ. ხელისუფალთა ყურადღების ცენტრში. არაბი ისტორიკოსის ალ-ფარიკის ცნობით, დ-ის მელიქი დემეტრე I-ის ქვეშევრდომი იყო. 1167 გიორგი III-მ დაამარცხა შირვანში იმიერკავკასიიდან შემოჭრილი მაჰმადიანი მფლობელები და "მივიდა კართამდის დარუბანდისათა, მოაოხრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა, და აიღო ქალაქი შაბურანი...". XIII ს-ში, მონღოლთა დაპყრობის შემდეგ, დ-ის სტრატეგიული მნიშვნელობა დაქვეითდა. XVI ს-ში და XVIII ს. დამდეგს დ. ირან. სამფლობელო იყო. 1722 შეუერთდა რუსეთს, მაგრამ 1735 განჯის ხელშეკრულებით ისევ ირანს დაუბრუნდა. 1747 დაარსდა დერბენდის სახანო. 1813 გულისტანის საზავო ხელშეკრულებით დ. საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს. შ.ცირეკიძე.