დერელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(d’Herelle) ფელიქს (25. IV. 1873, მონრეალი, – 22. II. 1949, პარიზი), კანადელი ბაქტერიოლოგი. მუშაობდა გვატემალის, მექსიკის, საფრანგეთისა და ნიდერლანდის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში. 1917 შეისწავლა და დაწვრილებით აღწერა ნ. გამალეას მიერ 1898 აღმოჩენილი მოვლენა, რ-საც ბაქტერიოფაგია უწოდა. 1923–27 ბაქტერიოლოგიურ ლაბორ. დირექტორი იყო ალექსანდრიაში (ეგვიპტე), 1928-იდან კი – იელის უნ-ტში ნიუ-ჰეივენში (აშშ). დ. ორჯერ (1933–34, 1934–35) იყო საქართველოში. მუშაობდა თბილ. ბაქტერიოლოგიურ ინ-ტში. გ. ელიავასთან ერთად შეიმუშავა სპეციალიზებული ბაქტერიოფაგიის ინ-ტის შექმნის პროგრამა. დ-ის წინადადებით, ბაქტერიოფაგს იყენებენ ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ.

თხზ .:Le bactériophage et son comportement, 2 éd., P., 1926; Бактериофаг и его значение для иммунитета, М. – Л., 1926; Бактериофаг и феномен выздоровления, Тфл., 1935.