დერტავის დედათა მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერუსალიმში არსებული დედათა სავანე. უცნობია ამ მონასტრის ზუსტი მდებარეობა და დაარსების დრო. მონასტრის შესახებ რამდენიმე საინტერესო ცნობას მიაკვლიეს იერუსალიმ- ში. ბერძნ. მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული ქართ. ხელნაწერების კოლექციის

  1. 65 ნუსხაში არსებობს

XIII ს. მონასტერში მოღვაწე ქართვ. მონაზვნის, დუდა აბაზაისძე ტბელის ასულის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ მონასტერი იერუსალიმში მდებარეობდა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე იყო აშენებული. დერტაველი მონაზვნები მნიშვნელოვან ლიტ. საქმიანობას ეწეოდნენ, ისინი დაინტერესებული იყვნენ ლიტერატურული ძეგლების გადაწერით, იმავე დროს უკვეთავდნენ და იძენდნენ ხელნაწერებს. ჩვენამდე მოღწეულია მონაზონთა დაკვე- თით გადაწერილი სას. კრებული (XIII ს., გადამწერი ბასილი მჩხრეკელი), რ-საც აქვს საინტერესო ანდერძ-მინაწერი (დაცულია იერუსალიმში).

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბ., 1957; ც ე რ ა ძ ე თ., ახალი მონაცემები იერუსალიმის ქართული სამონასტრო კოლონიის შესახებ, «Academia», 5, 2003. ე. მამისთვალიშვილი.