დესეტინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(რუს. десятина, ლათ. decima – მეათედი), მიწის ფარ- თობის საზომი ერთეული რუსეთში. ცნობილია XV ს. ბოლოდან. თავდაპირველად წარმოადგენდა ისეთი კვადრატის ფართობს, რ-ის გვერდები 1/10 ვერსს უდრიდა (2500 კვ. საჟენი). 1753 სამიჯნო ინსტრუქციით სახაზინო დ. 2400 კვ. საჟენით (1,0925 ჰა ) განისაზღვრა; სამეურნ. ანუ ირიბი დ. 3200 კვ. საჟენი იყო, სამეურნეო წრიული – 3600 კვ. საჟენი, ასობი- თი დ. – 10000 კვ. საჟენი და სხვ. XIX ს-იდან, კავკასიაში რუს. გაბატონების შემდეგ, დ. საქართველოშიც იხმარებოდა. ზომის მეტრულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რსფსრ სახკომსაბ- ჭოს 1918 წ. 14 სექტ. დეკრეტით დ-ის გამოყენების სფერო შეიზღუდა, 1927 წ. 1 სექტ. კი მთლიანად აიკრძალა. გ. ჯაფარიძე.