დესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის თემში (მცხე- თა-მთიანეთის მხარე), თრუსოს ხეობაში. ზ. დ. 2250 , სტეფანწმინდიდან 38 კმ . 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. სოფლის განაპირას, პატარა მდინარის პირას, დგას XIX ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. გიორგის პატარა ეკლესია. ძეგლის ჩრდ.-აღმ-ით ქვაჯვარია აღმართული. გეგმით მართკუთხა ეკლესიას აღმოსავლეთით ერთადერთი კარი აქვს გაჭრილი. ინტერიერის დას. კედელში ორი პატარა ნიშია. ჭერი ბრტყელია და შეფიცრული, ფასადები – მარტივი. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი და შეთეთრებულია, გადახურულია თუნუქის ორქანობიანი სახურავით. გ. ბაგრატიონი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დესი&oldid=4031-დან“