დეტონირება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(<ფრანგ. détonner – არასწორად, ყალბად მღერა), ტონის დარღვევა, არასწორი სიმ- ღერა, მომღერლის მიერ ბგერების სიმაღლებრივი შეფარდების დარღვევა. დ. შეიძლება იყოს შინაგანი სმენის შედეგი, როდესაც მომღერალი შინაგანად სწორად აღიქვამს მუს. მელოდიას, მაგრამ არ შეუძლია ინტონაციურად სუფთა ბგერის წარმოთქმა (ცნობილია, რომ კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი დეტონირებით მღეროდა). ხალხ. მუსიკაში კილოური სისტემა არაა ისე ზუსტად ტემპერირებული, როგორც ევრ. პროფ. (განსაკუთრებით კლასიკურ) მუს. სისტემაში. შესაბამისად, დ-ის შემთხვევა ყოველთვის განხილული უნდა იყოს კონკრეტული მუს. სისტემის კონტექსტში (ევროპული, ინდური, ქართ. ხალხ. და ა. შ.). ქართ. ხალხ. სიმღერის ანსამბლებში (განსაკუთრებით პროფესიული დონის) ხშირად ხალხ. სიმღერის არატემპერირებული ბუნება დარღვეულია და მიახლოებულია ევრ. ტემპერირებულ სისტემასთან, რაც ქართ. ხალხ. სიმღერის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება. ი. ჟორდანია.