დე ლა ტორე ბოტარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(De la Torre Botarro) გუსტავო ალფრედო, თანამედროვე ჩილელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ეკუთვნის ნარკვევები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მწერლობის შესახებ. 1964 სანტიაგო-დე-ჩილეში ესპ. ენაზე გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანი. თარგმანს დართული აქვს ვრცელი ნარკვევი, რ-შიც ავტორი, თავის სხვა ნაშრომების მსგავსად, ავითარებს აზრს, რომ პოემა ემყარება ძველ ქართულ მდიდარ კულტურას და გამოხატავს ეროვნ., სახელმწიფოებრივ და სოც.-პოლიტ. იდეალებს. მისმა სტატიებმა ხელი შეუწყო ქართ. კულტ. პოპულარიზაციას ესპ. ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ქვეყნებში. 1966 სანტიაგოში ჩატარდა შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, სადაც დე ლა ტ. ბ. მოხსენებით გამოვიდა.

თხზ .: შოთა რუსთაველის შემოქმედების შესახებ, «კომუნისტი», 1965, 27 ივნ., # 150; რაინდული ეპოსი, იქვე, 1966, 30 სექტ., # 223.