დვალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. დ ვ ა ლ ი. ცეკვა "ქართული" (ვ. გუნაშვილთან ერთად).

ალა ვლადიმერის ასული (9. XI. 1925, თბილისი, – 23. VIII. 2003, იერუსალიმი), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1961). 1949 დაამთავრა თბილ. სახელმწ. ქორეოგრ. სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრში მოცეკვავედ (1949–73). ოსტატობას სრულყოფდა ხალხ. ცეკვების განხრით დ. ჯავრიშვილისა და ვ. გუნაშვილის ხელმძღვანელობით. წარმატებით ასრულებდა ქართ. ცეკვებს ეროვნ. ოპერებში (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"; შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"; დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" და სხვ.). განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვა "ქართულმა" (მისი უცვლელი პარტნიორი იყო საქართვ. სახ. არტისტი ვ. გუნაშვილი). არაერთი საინტერესო სახე შექმნა ბალეტებში: "გედების ტბა", "ლაურენსია", "მთების გული", "ოტელო", "გორდა" და სხვ. მონაწილეობდა მსოფლიო ახალგაზრდობის ვარშავის ფესტივალში (1955). ვ. გუნაშვილთან ერთად 1956 იგი სსრკ წამყვანი თეატრების ბალეტის სოლისტთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაირიცხა და მონაწილეობდა ისლანდიასა და დანიაში გამართულ საგასტროლო ტურნეში თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჯგუფთან ერთად (ხელმძღვ. ვ. ჭაბუკიანი ) გასტროლებზე იყო აგრეთვე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (სკანდინავია, ლათ. ამერიკის ქვეყნები, საფრანგეთი, ავსტრია და სხვ.).



სარჩევი

დვალი გიორგი როლანდის ძე

გ. დვალი

(დ. 30. V. 1964, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ (1985). 1985–92 მუშაობდა საქართვ. მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში. 1992–93 იყო თეორიული ფიზიკის საერთაშ. ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია), ხოლო 1993–95 – პიზის უნ-ტის პოსტდოქტორანტი, 1995–97 – ბირთვული კვლევის ევრ. ცენტრის (CERN) მკვლევარი, 1997–98 – ICTP-ს პროფესორი, 1998-იდან – ნიუ-იორკის უნ-ტის პროფესორი. დ-ის კვლევის სფეროა ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები, რ-ებიც დ-მა მიიღო კოლეგებთან ერთად (ნ. არკანი-ჰამედი, ირანი, ს. დიმოპოულოსი, საბერძნეთი), ეხება სამყაროს ფარული განზომილებების თეორიას (1998). ამ თეორიის თანახმად, სუბმილიმეტრულ მანძილებზე საჭირო ხდება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის შეცვლა, რადგან სხეულთა შორის მოქმედი მიზიდულობის ძალის დამოკიდებულება მათ შორის მანძილზე ხდება უფრო ძლიერი (და ფარული განზომილებების რაოდენობაზე დამოკიდებული), ვიდრე ნაწინასწარმეტყველებია ნიუტონის თეორიით. ამჟამად მიმდინარეობს ამ ჰიპოთეზის ექსპერიმენტული შემოწმება. დ-ს მიღებული აქვს დ. და ლ. პაკარდების (1999), ა. სლოუნის (2000), ნიუ-იორკის მერის (2001) ჯილდოები მეცნ. და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატებისათვის. 2007 მიიღო ნიუ-იორკის უნ-ტის "ვერცხლის პროფესორის" წოდება, ხოლო 2008 მიენიჭა ჰუმბოლდტის პრემია. მონაწილეობს დიდი ჰადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. იწინასწარმეტყველა, რომ ამ ექსპერიმენტში შესაძლებელია მიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნა და გააანალიზა ამ მოვლენის შესაძლო დაკვირვებითი შედეგები. 2010-იდან არის მაქს პლანკის ინ-ტის (მიუნხენი, გერმანია) დირექტორი. დ. ეწევა აქტიურ პედ. მოღვაწეობას.

თხზ. :The Hierarchy Problem and New Dimensions at a Millimeter, «Phys. Lett.», B. 429, 1998 (Tanaavt.: N. Arkani-Hamed, S. Dimopoulos ) .





დვალი დავით ირაკლის ძე

(დ. 5. IV. 1950, სოფ. საბუე, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი), ელექტროტექნიკოსი, ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). 1972 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკტი, სამრეწველო ელექტრონიკის სპეციალობით. 1975-იდან მუშაობს ამავე ინ-ტში (ახლანდ. საქართვ. ტექ. უნ-ტი) სამრეწველო ელექტრონიკის კათედრაზე. პედ. მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნ.-კვლ. საქმიანობას. 1987 ჩამოაყალიბა ელექტრონული ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია. არის მრავალი დანერგილი პროექტის ავტორი. დ-ის სამეცნ. კვლევის თემაა – შეუფერხებელი და ხარისხიანი ელექტროკვების ტექნოლოგიები, არატრადიციული ენერგოტექნოლოგიები და სხვ. 1994–97 ჩაატარა სამუშაოები ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის ლაბორატორიული ბაზის მოდერნიზაციისა და ტექ. გადაიარაღების მიმართულებით.

თხზ .: ნახევრადგამტარული გარდამქმნელების ესკიზური დაპროექტება, თბ., 1993 (თანაავტ.: გ. დგებუაძე, ა. კერესელიძე).





დვალი თამაზ პიმენის ძე

თ. დვალი

(დ. 3. I. 1949, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). 1971 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნ. ისტ. ინ-ტში არქიტექტორად, 1976-იდან ამავე ინ-ტის მეცნ. თანამშრომელია, ხოლო 1986-იდან 2006-მდე – ძეგლთა აღნუსხვის განყ-ბის გამგე, 1987- იდან პარალელურად მუშაობს ქართ. ენციკლოპედიის მთავარ სამეცნ. რედაქციაში. 1997-იდან საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგეა. მიაკვლია, აზომა და შეისწავლა მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი. არის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის რესტავრაციის პროექტის თანაავტორი, "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის" მე-2 წიგნის (თბ., 2004) რედკოლეგიის ხელმძღვანელი, გამოცემა "ქართული ხუროთმოძღვრების" (ძველი ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლთა დოკუმენტური ასახვა მიკროფილმებზე – 47000 ფოტოსურათით, ტ. 1–8, ლეიდენი, 1994–2011, ინგლ. ენაზე) მოთავე და ხელმძღვანელი. კრებულის I-მა ტომმა მიიღო საქართვ. სახელმწ. პრემია (1996). სამეცნ. გამოკვლევები მიუძღვნა ცხვარიჭამიას, ბენისის, ვაჩნაძიანის ტაძრებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია.

თხზ .: ოშკი, თბ., 2009; იშხანი, თბ., 2010; ოთხთა ეკლესია, თბ., 2011.





დვალი ირაკლი კონდრატეს ძე

(დ. 14. VIII. 1928, ამბროლაური), ინჟინერ-მექანიზატორი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი (1995), საქართვ. დამს. მექანიზატორი (1969). 1949 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1949–81 მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1981 დ-ის ინიციატივით დაარსდა სამეცნ.-ტექ. ინფორმაციისა და პრესის რესპ. ცენტრი, რ-ის დირექტორი იყო 1997-მდე. 1997–2001 იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. დ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, გამოგონებისა და მრავალი პუბლიკაციის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).

თხზ. : მოსავლის აღების კომპლექსური მექანიზაცია, თბ., 1955; მცირე მექანიზაციის საშუალებები სოფლის მეურნეობაში, თბ., 1985. შ. ნემსაძე.




დვალი ლევან გრიგოლის ძე

(9. V. 1927, თბილისი, – 30. I. 1983, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967). 1949 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1951–52 იყო მოსკოვის I სახელმწ. სამედ. ინ-ტის ფაკულტატური ქირურგ. კათედრის თანამშრომელი. 1952– 56 მუშაობდა მოსკოვის II, ხოლო 1957–58 – მოსკოვის I კლინ. საავადმყოფოს ქირურგ. განყოფილებაში. 1958–61 იყო საქართვ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნ. მუშაკი, 1961–67 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის დოცენტი, ხოლო 1967–83 – ზოგადი ქირურგ. კათედრის პროფესორი. 1970-იდან იყო თბილისის მთ. ქირურგი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილ. ქირურგთა საზ-ბის მუშაობაში. დ-ის სამეცნ. შრომები ეხება ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. დ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიის ავტორია.

თხზ .: Особенности ухода за лёгочными больными до и после операции, Тб., 1959; К вопросу о лечении вентральных грыж передней брюшной стенки аллопластическим материалом (капрон), Тб., 1960; Диафрагмальные грыжи, Тб., 1966; Грыжи пищеводного отверстия диафрагмы, Тб., 1974; Особеннოсти язвенной болезни желудка и двенадцатиперстной кишки у лиц пожилого и старческого возраста, Тб., 1978.





დვალი მალაქია კონსტანტინეს ძე

მ. კ. დვალი

(დ. 10. VIII. 1925, სოფ. ზედა შავრა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორრესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1943). 1949–52 მუშაობდა ამიერკავკ. გეოლ. სამმართველოს სამშენებლო უბნის უფრ. ინჟინრად, 1958-იდან სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო სახელოსნოში (1968-იდან გაერთიანება) – არქიტ.-რესტავრატორად; 1968- იდან კი – მთ. არქიტექტორად (იქვე). 1989–2004 იყო ძეგლთა დაცვის მთ. სამმართველოს (შემდეგ – დეპარტამენტი) მთ. არქიტექტორი, პარალელურად 1958–2006 მუშაობდა საქართ. მეცნ. აკად. ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტში. მისი ავტორობით არის რესტავრირებული ძეგლები: მანგლისის ტაძარი (1959), სოფ. პატარა ონის ეკლესია (1974), ნიკორწმინდის ტაძარი (1980) და ძველი გავაზი (1987, ორი უკანასკნელი გ. ნიკოლაძესთან ერთად), თბილ. მეტეხის ტაძარი (1969, ვ. ცინცაძესთან ერთად), ძველი გაგრის ეკლესია (1957) და სხვ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).

თხზ .: მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974. ს. კინწურაშვილი.




დვალი მერაბ ლეონიდეს ძე

მ. ლ. დვალი

(დ. 1. I. 1950, თბილისი), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1997). 1972 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინტი. 1973–75 – მოსკოვის პირველი სამედ. ინ-ტის თვალის სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1978–89 – მოსკოვის თვალის სნეულებათა საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მიკროქირურგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგ. განყ-ბის უმცროსი, შემდეგ – უფროსი მეცნ. მუშაკი. 1973–89 მოღვაწეობის პერიოდში 10 საავტორო მოწმობის და 12 რაციონალიზატორული წინადადების ავტორია. დ-მა 1974, ქართვ. ექიმთა შორის პირველმა გააკეთა კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია. 1981 დ-მა სსრკ-ში პირველმა დანერგა, რაც დღემდე წარმატებით გამოიყენება, სხვადასხვა მოდელის ე. წ. "ფაკიური" ლინზები მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექციისთვის. 1985 მიენიჭა ,,მოსკოვის საუკეთესო რაციონალიზატორის" წოდება. 1989–97 ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თვალის მიკროქირურგიის ლაბორატორიას. 1992–93 დ. მიიწვიეს ჩინეთის სახ. რესპუბლიკაში, სადაც წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია ,,ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენით". 1999 დააარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი. მან მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ექსიმერული ლაზერი ბავშვებში, ერთდროულად – რეფრაქციის კორექციისა, ამბლიოპიისა ("ზარმაცი თვალი") და სიელმის მკურნალობისთვის. 1995-იდან არის საქართვ. ოფთალმოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, 1999-იდან – შპს თვალის კლინიკა "ახალი მზერის" დამფუძნებელი და გენ. დირექტორი. საქართველოში თვალის მიკროქირურგიის დანერგვა-განვითარებისთვის 2002 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 1997–2005 თსსუ-ის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორია, 2005-იდან – თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, გამოცემული აქვს სახელმძღვანელო "ოფთალმოლოგიის საფუძვლები" (თბ., 2010).




დვალი მიხეილ თევდორეს ძე

[1(14). X. 1900, ქ. დერბენდი, დაღესტანი, – 20. V. 1982, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ- პეტერბურგი)], გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1951). 1918-იდან მუშაობდა ნავთობის მრეწველობაში. 1926 დაამთავრა გროზნოს ნავთობის უმაღლესი ტექნიკუმი. 1926–30 მუშაობდა გეოლ. კომიტეტში (ლენინგრადი), 1930–73 – ნავთობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. გეოლ.-საძიებო ინ-ტში. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. იკვლევდა ნავთობის გეოქიმ. და ნავთობის წარმოშობის საკითხებს. მნიშვნელოვანი ნავთობგეოლ. სამუშაოები აქვს ჩატარებული კავკასიაში, ქერჩის ნ.-კ-ზე, თურქმენეთში, დას. ციმბირსა და კამჩატკაზე. სსრკ მეცნ. აკად. ა. კარპინსკის სახ. პრემიის ლაურეატი (1952). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Геологическое строение и нефтеносность Восточной Камчатки, Л., 1950; Нефтематеринские свиты и принципы их диагностики, Л., 1963; Перспективы поисков нефти и газа на больших глубинах на территории СССР, Л., 1965 (თანაავტ. М. D. Белонин). ვ. ჯავრიშვილი.




დვალი რაფიელ რაფიელის ძე

რ. დვალი

[22. III (4. IV). 1909, ზესტაფონი, – 8. IX. 1985, თბილისი], მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955). ტექ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1958–72), ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაამთავრა ამიერკავკ. ენერგეტ. ინ-ტის მექან. ფაკ-ტი (1931). იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოსატრაქტორო ძრავების კათედრის დამაარსებელი და გამგე (1946–66), ამავე ინ-ტისდირექტორი (1956–58), საქართვ. მეცნ. აკად. მანქანათა მექან. ინტის შექმნის (1960) ერთ-ერთი ინიციატორი და მისი დირექტორი (1962, 1972–85). 1994-იდან ინტი დ-ის სახელობისაა. დ-ის ძირითადი შრომები ეხება ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიას, მანქანების დინამიკის, აგრეთვე მთის ფერდობებზე ტრაქტორის მუშაობისა და სამთო გზებზე ავტომობილის მოძრაობის კვლევის საკითხებს. ავტორია ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიის ქართ. სახელმძღვანელოებისა. მუშაობდა მობილური მანქანების დინამიკის საკითხებზე. მონოგრაფიისათვის "ტრაქტორის თეორია" (1970) მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1973). იყო საქ. სსრ VII და VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავ-რე (1963– 71), გდრ-ის მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1971) და დრეზდენის (გერმანია) ტექ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (1972). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ავტომობილის თეორიის საფუძვლები, თბ., 1973; К вопросу механизации горного земледелия, Тб., 1964; Механическая тяга в горной местности, М., 1970 (თანაავტ. В. Махалдиани).

ლიტ .: მ ა ხ ა ლ დ ი ა ნ ი ვ., გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, «მეცნიერება და ტექნიკა », 1969, # 4; К о р н е е в С. Г., Советские ученые – почетные члены иностранных научных учреждений, М., 1973 (თანაავტ. В. Махалдиани).

ბიბლ .: რაფიელ დვალი. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ.: ნ. ბაღათურია, ი. დუდუჩავა, თბ., 1979. ვ. მახალდიანი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დვალი&oldid=4772-დან“