დვალიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. დვალიშვილი.

აკაკი არჩილის ძე (23. I. 1922, თბილისი, – 1. V. 2008, იქვე), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). 1944 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის ელექტროტექ. ფაკ-ტი, ხოლო 1949 – საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო). იქვე დადგა ა. აფინოგენოვის "შიში" და ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი". 1949 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრში დადგა სადიპლომო სპექტაკლი თ. დონჟაშვილის "გამარჯვებულთა ღიმილი" და დაინიშნა ამავე თეატრში რეჟისორის ასისტენტად (1955 მიენიჭა დამდგმელი რეჟისორის პირველი კატეგორია). დ-ის დადგმულ სპექტაკლთა შორის აღსანიშნავია: ი. ჭავჭანიძის "თბილისელი ქალიშვილი" (1951), ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი" (1952), ს. კლდიაშვილის "დღესასწაული საკრაულაში" (1953), ვ. კანდელაკის "სარეველა" (1953), ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა" (1955), მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები" (1956) და სხვ. 1959 დაინიშნა კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის დირექტორად და სარეჟისორო კოლეგიის თავ-რედ. 1961 – კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ, პარალელურად ასრულებდა კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის (1967) და ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის (1973) დირექტორის მოვალეობას. 1973– 90 იყო რესპ. კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის თავ-რე. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში კინოსარეჟისორო ფაკ-ტი, დაარსდა კინომსახიობთა თეატრ-სტუდია, ჟურნ. "ალმანახი". მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). მ. გოგოლაშვილი.






სარჩევი

დვალიშვილი ბადრი პავლეს ძე

(დ. 15. V. 1950, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი 1995). დაამთავრა თსუ (1972). 1976–2006 მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2009- იდან – საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნ-ტში. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ბი-ტოპოლოგიების შესწავლა და მათი გამოყენება. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის უცხოეთში (აშშ, ჰოლანდია).

თხზ .: Generalized Lattices. Nova Sciences Publishers, Inc., N. Y., 2005; Bitopological Spaces: Theory Relations with Generalized Algebraic Structures, and Applications, «North-Holland Mathematics Studies», 199. Elsevier Science B. V., Amst., 2005.





დვალიშვილი გივი ერასტის ძე

(20. X. 1929, თბილისი, – 3. XII. 1999, იქვე), ჟურნალისტი, კინოსცენარისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი (1953). 1954–68 იყო საქართვ. სახტელერადიო კომიტეტის ლიტ.-დრამ. გადაცემათა მთ. რედაქტორი. 1968–79 მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთ. რედაქტორად. 1979–95 იყო საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმებისათვის, მ. შ. აღსანიშნავია „მინდვრის ყვავილი" (1974), „მადლი მიწისა" (1982). ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ქართ. ენაზე თარგმნიდა მხატვრული ფილმების სადუბლიაჟო ტექსტს. აქვეყნებდა კრიტ. წერილებს კინოს შესახებ. გ . გვენცაძე.





დვალიშვილი დავით ალექსანდრეს ძე

დ. დ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი. ლუარსაბი, ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!"

(დ. 1. V. 1948, ქ. ტყიბული), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1979). 1970 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტი. 1970–80 იყო ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მსახიობი, სადაც წარმატებით შეასრულა როლები: ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), შოშიაშვილი (შ. ჩხაიძის "მკვლელობა სადგურზე"), ილარიონი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვ. 1980–83 იყო თბილისის ს. ახმეტელის სახ. თეატრის მსახიობი. 1983-იდან მოღვაწეობს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. შესრულებული აქვს როლები: ივანე (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"), დე სილვა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაციაადამიანი?!") და სხვ. გადაღებულია ფილმებში, მ. შ.: კობერიძე ("არმია – ჩემი სიყვარული“, გორკის სახ. კინოსტუდია, 1979), მიხო ("ზოგი ჭირი მარგებელია", 1982), მოსამართლე ("მონანიება", 1984), ობობა ("ჯადოქრის ბეჭედი", უკრაინფილმი, 1992) და სხვ.





დვალიშვილი მანუელ სამუელის ძე

(დ. 23. XII. 1928, სოფ. სულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1999). 1953 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი, 1953–78 მუშაობდა ბორჯომში, სანატორიუმ "ლიკანში" სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978 – კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინტის ბორჯომის ჯგუფის უფრ. მეცნ. მუშაკი; 1979–93, 1995–97 იყო სანატორიუმ "ლიკანის" მთ. ექიმი; 1997–2008 – სააქციო საზ-ბა სანატორიუმ "ლიკანის" დირექტორი; 2008-იდან კონსულტანტია. დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ.შ. 9 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიისა. 1979 მიენიჭა საქართვ. დამს. ექიმის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია რუს. სამედ.-ტექნიკურ მეცნ. აკადემიის ოქროს მედლით.





დვალიშვილი (ქალიშვილობის გვარი – ხ ნ ი კ ი ნ ა) ნადეჟდა პავლეს ასული

ნ. დვალიშვილი

(დ. 24. VI. 1933, ბაქო), სპორტსმენი, მძლეოსანი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1953). 1967 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი. საზ-ბა „დინამოს" წევრი (თბილისი). სსრკ ჩემპიონი 100 (1951, 1953) და 200 (1951, 1953) რბენაში. სსრკის მრავალგზის რეკორდსმენი სპრინტსა და ესტაფეტებში (სხვადასხვა მანძილზე). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი [1952 _ ესტაფეტა 4 × 100 , ესტაფეტა 4 × 200 (1953, 1956)]. XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ბრინჯაოს პრიზიორი 200 რბენაში. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ბრინჯაოს პრიზიორი სიგრძეზე ხტომაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენები. ნ . გუგუშვილი.







დვალიშვილიპავლე (იოველ) ნესტორის ძე

(1895, სოფ. დვალიშვილები, ახლანდ. ვანის მუნიციდვალურა პალიტეტი, – 1937, თბილისი), საზოგადო და პოლიტ. მოღვაწე, 1921–24 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დას. საქართველოში. 1917-იდან საქართვ. ს.-დ. პარტიის წევრი. საზ.-პოლიტ. საქმიანობაში ჩაერთო გიმნაზიის დასრულების შემდეგ. 1918–21 მსახურობდა საქართვ. დემოკრ. რესპ. სახალხო გვარდიაში. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის ვანის რაიონული ორგანიზაციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. 1924 აგვ. საერთოეროვნ. აჯანყებაში, რ-ის ჩახშობის შემდეგ, 1924 სექტ. დააპატიმრა "ჩეკამ". განთავისუფლების შემდეგ, 1925–34 ეწეოდა აქტ. იატაკქვეშა პოლიტ. საქმიანობას. 1937 კვლავ დააპატიმრეს, მოათავსეს მეტეხის ციხეში. შინსახკომის ე. წ. "დიდი სამეულის" გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

ლიტ .: დ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ო., ქართული ეროვნული სულის უკვდავება, ქუთ., 2005. ლ. ურუშაძე.





დვალიშვილი რევაზ ვალერიანის ძე

(30. III. 1928, ქუთაისი, – 6. V. 1987, თბილისი), ჟურნალისტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1979). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1950), მოსკოვის უმაღლესი პარტსკოლა (1967). მუშაობდა გაზ. "ნორჩი ლენინელის" (1954–57) და გაზ. "თბილისის" ლიტმუშაკად (1957–60), გაზ. "კომუნისტის" განყ-ბის გამგედ (1961– 65, 1967–68, 1983–87). იყო საქართვ. ტელევიზიის პროპაგანდის რედაქციის მთ. რედაქტორი (1968–72), ტელევიზიის პროგრამების რედაქციის დირექტორი (1980–82), სოციოლოგიური კვლევისა და სამეცნ. პროგრამების მთ. რედაქციის მთ. რედაქტორი (1980–83), გაზ. "სახალხო განათლების" რედაქტორი (1987). დ. არის პიესები ს – "იკარუსის მოსვლამდე", "ჩვენს პატარა სავარძლებში" – ავტორი. საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაციის) წევრი (1957). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

თხზ .: ტელევიზიის ხელოვნება, თბ., 1976; ვიზუალური პუბლიცისტიკა, თბ., 1978.

ლიტ .: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2000.





დვალიშვილი შალვა თეოფილეს ძე

(1903, სოფ. ზედა ბზვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 31. I. 1943, ქ. უხტა, ახლანდ. რუს. ფედერაციის კომის ავტონ. რესპ.), პოლიტიკური მოღვაწე, 1921–24 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე. 1921-იდან საქართვ. ს.-დ. (მენშევიკური) პარტიის ვანის რაიონული იატაკქვეშა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. 1924 აგვისტოს აჯანყებაში, რ-ის ჩახშობის შემდეგ, 1924–34 ეწეოდა არალეგალურ პოლიტ. საქმიანობას. 1934 დაპატიმრებულ იქნა საქ. სსრ შინსახკომის მიერ და აქტ. ანტისაბჭ. მოღვაწეობისათვის მიესაჯა 10 წლით გადასახლება. 1943 წ. 31 იანვ. გადასახლების ადგილზე დახვრიტეს ადმინისტრ. წესით. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ლიტ .: დ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ო., ქართული ეროვნული სულის უკვდავება, ქუთ., 2005. ლ. ურუშაძე.