დვალურა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დვალურა.

(Polygonum carneum), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა, აქვს 15–100 სმ -მდე სიმაღლის ღერო, ტუბერისებრ გამსხვილებულ- გახევებული, ზოგჯერ – დაკლაკნილი ფესურა და კენწრულ მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი მოწითალო, ვარდისფერი ან ხორცისფერი წვრილი ყვავილები. გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდ. ნაწილის ტორფიან ჭაობებსა და ტენიან მდელოებზე. გვხვდება საქართვ. ყველა რ-ნში, ალპ. და სუბალპ. მდელოებზე. ფესურა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, სახამებელს, C ვიტამინს, გლუკოზას. აჭარაში დანერგილია ბოსტნის კულტურად (რძეში მოხარშულს საჭმელად ხმარობენ). ფესურას იყენებენ კუჭნაწლავის სამკურნალოდ და გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ. კარგი თაფლოვანი მცენარეა. მ. გურგენიძე.