დვინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ ო ს ტ ა ნ დ ვ ი ნ ი, მსხვილი სავაჭრო და ხელოსნობის ცენტრი IV–XIII სს. სომხეთში (ერევნის სამხრეთით 35 კმ). IV ს. 30-იან წლებში არშაკუნიანებმა აქ ციხე ააგეს და სამეფო რეზიდენციაც გადაიტანეს. სომხეთის სამეფოს დაცემის (428) შემდეგ სომხეთის სპარსელ მმართველთა რეზიდენცია გახდა, 640-იდან არაბთა საამიროს (არმინიის) – ცენტრი. საქართვ. სამეფოს ძლიერების ხანაში დაიწყო ბრძოლა ჩრდ. სომხეთის, კერძოდ, დ-ის შემოერთებისათვის. 1162 გიორგი III-მ აიღო დ., მაგრამ შემდეგ ქალაქი კვლავ თურქებს დარჩათ. 1203, თამარის დროს, დ. საქართვ. შემოუერთდა. 1236 მონ- ღოლებმა დაანგრიეს.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დვინი&oldid=4051-დან“